• რეკლამა
  • კონტაქტი
13:09, ოთხშაბათი, 31 მაისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ დაპირისპირებისას დეკანოიძის მხარე გუნდში არავინ დაიჭირა“ – კიდევ რომელი „წონიანი“ წევრი ტოვებს ნაცმოძრაობას?

ალია ავტორი - ალია
17:11 03-26-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,449

ანი დვალიშვილი

თუ გახსოვთ, არც თუ დიდი ხნის წინ „ალიაში“ დავწერეთ, მმართველი გუნდის შემრებაზე გადაწყდა, რომ დეპუტატები უფრო მეტად აგრესიული უნდა ყოფილიყვნენ ოპონენტების მიმართ და თუ საჭირო გახდებოდა, მუშტი-კრივიც გაემართათ. ჰოდა, რადგან ეს ყველაფერი „ზემოდან ნაკურთხია“, კანონმდებლებმა გაილაღეს და გასულ სასესიო კვირას უკვე ორი ოპოზიციონერი გალახეს – ჯერ ტარიელ ნაკაიძეს ურტყეს მიკროფონები, შემდეგ – გუბაზ სანიკიძეს… ჭიტლაყი. ორივე შემთხვევა ძალიან ცუდი სანახავი იყო და ძნელია მოზარდ თაობას აუხსნა, რატომ იქნევენ ხელ-ფეხს ის ბიძიები, რომლებმაც წესითა და რიგით, სწორედ ამ მოზარდი თაობის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს და რაც მთავარია, მათ მაგალითი მისცენ. აგრესიის შეკავებას „ოცნების“ წევრები არც მომავალში გეგმავენ, რადგან არც მითითება ყოფილა ასეთი და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამომრჩეველს ეს მოსწონს.

ამას წინათ, ერთმა კაცმა თქვა, უცნაურ პერიოდში ვცხოვრობთ, მეოთხე პრეზიდენტი სთხოვს მეხუთე პრეზიდენტს, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი, რადგან ის ისევე არ მოკლან, როგორც მეორე პრეზიდენტმა მოკლა პირველიო. ამას პირველად რომ წაიკითხავთ, შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მეორედ, უფრო ყურადღებით რომ წაიკითხავთ და გაიაზრებთ, სასაცილო ნამდვილად არაა. სხვა საკითხია, რამდენად აღიქვამს მიშა იმ საფრთხეს, რომელიც მის ჯანმრთელობას ემუქრება და რამდენად აძლევენ მისი მრჩეველი ექიმები „ბოლომდე“ წასვლის უფლებას. ის, რომ სააკაშვილს გარეთ გასასვლელად გეგმა აქვს და მას ჯიუტად მიჰყვება, ცხადია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მმართველ გუნდს არ სჯერა მიშას ავადმყოფობის და ბოლომდე სიმულაციის ვერსიას აწვება. უბრალოდ, ამ ყველაფერმა უკვე ძალიან სერიოზული ხასიათი მიიღო და ერთ მშვენიერ დღეს, ან მმართველ გუნდს ვერ გაუძლებს ნევრები, ან სააკაშვილის ორგანიზმი ვერ გაუძლებს და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოხდება.

გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა არც თუ სახარბიელოა (სხვა საკითხია, აქამდე ნებით მივიდა თუ არა), მისი პარტიის მდგომარეობაც დაახლოებით მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობასავით არის. ლევან ხაბეიშვილი სავარაუდოდ მიხვდა, რომ გარედან ყვირილი ბევრად ადვილი იყო და როცა თავად შეეჯახა პრობლემებს, გაურკვეველ ფრაზებს ისვრის. ჰო, სწორედ რომ ისვრის, რადგან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მან არ იცის რა ქნას, ან იცის და საამისოდ… ადამიანური რესურსი არ აქვს. ხაბეიშვილს აშკარად ეგონა, რომ რეგიონებში სიარულის შემდეგ, აქტივს შემოიკრებდა და გულწრფელად სჯეროდა, რომ ხალხმრავალ აქციას აქციაზე მოაწყობდა, მაგრამ როგორც მას, ისე ნაციონალების დანარჩენ ლიდერებს ერთი მთავარი მომენტი გაეპარათ – მთელი ამ ხნის განმავლობაში, „ოცნებამ“ ძალიან კარგად იმუშავა და ნაციონალების აქტივისტები ან დაასაქმა, ან დააშინა, ან ქვეყნიდან წასვლაში დაეხმარა. შედეგად, ხალხმრავალი აქციების მოწყობა არ და ვერ გამოდის და ახლა ხაბეიშვილი 9 აპრილის იმედადაა, დღის, როდესაც რუსთაველზე დილიდან ისედაც ბევრი ხალხი იკრიბება, მაგრამ რამდენად აიტანს ეს ხალხი ოპოზიციის ლიდერთა სიტყვით გამოსვლას, ძნელი სათქმელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ კარგ დღეში რომ არ არის, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდი ხატია დეკანოიძემაც დატოვა. დეკანოიძის წასვლა მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ის ბოლომდე სააკაშვილის ერთგულ კადრად ითვლებოდა და მეტიც, ის მოიაზრებოდა პარტიის თავმჯდომარედ, თუმცა, როგორც გვეუბნებიან, შემდეგ თავად თქვა უარი და პარტიის დატოვება კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონკრეტულ საკითხზე დავით კირკიტაძეს დაუპირისპირდა და… დეკანოიძის მხარე გუნდში არავინ დაიჭირა. ნიკა მელიას გუნდმა გაჩუმება არჩია, ხაბეიშვილის გუნდმა კი… პრინციპში, ხაბეიშვილს გუნდი არც ჰყავს, იქ ახლა ყველაფერს ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და… დავით კირკიტაძე განაგებენ. საქმე ის გახლავთ, რომ აქტივის რაოდენობის მხრივ, ყველაზე მეტი ხალხი სწორედ კირკიტაძეს ჰყავს ქვემო ქართლში და ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობასაც იღებს და არავის ერიდება. დეკანოიძის შემდეგ, პარტიიდან გასვლისთვის ემზადება კიდევ ერთი ძირძველი ნაციონალი ლევან ვარშალომიძე. ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ვარშალომიძე განცხადებას მიმდინარე თვის ბოლომდე გააკეთებს.

მმართველ გუნდში კი ურჩების დასჯა დაიწყეს და პარლამენტიდან გაუშვეს თითქმის ყველა, ვინც ე.წ. „რუსულ კანონს“ ხმა არ მისცა.  რაც მთავარია, გუნდის წევრებმა თავი დაიმშვიდეს, რადგან ოპოზიციის მოწოდებას, 24 მარტს პარლამენტთან ახალგაზრდები მისულიყვნენ და პრემიერის გამოსვლა გაეპროტესტებინათ, პრაქტიკულად არავინ გამოეხმაურა და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის აქციები, რომლებითაც სწორედ ოპოზიცია იწონებდა თავს ევროპა-ამერიკასთან, მათი დამსახურება ნამდვილად არ არის. ამან დეპუტატები დაამშვიდა და ახლა ისინი ისევ დიდ გულზე არიან. მეტიც, თუ „რუსული კანონის“ ჩავარდნის შემდეგ, 2024 წლის საპარლამენტი სიაში მოხვედრაზე ღია „ჩალიჩი“ შეწყდა, ახლა ისევ განახლდა და გვერწმუნეთ, მოქმედი დეპუტატები ყოველდრიურად ცდილობენ საკუთარი საჭიროება დაამტკიცონ და ლიდერები დააჯერონ, რომ ისინი საჭირონი არიან. პარლამენტში მოხვედრა სურთ მათაც, ვინც ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ, არადა პირდებოდნენ და თითქოს „გამსვლელი“ ადგილიც ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ამ ხალხმა დიდი ფული დახარჯა, ყველა რესურსი გაიღო და გარეთ დარჩა. მათთვის გადაგდებული თანამდებობები დეპუტატობას ვერანაირად ვერ შეედრება და რაც მთავარია, ახალ პარლამენტში ყველა შეეცდება საკუთარი გუნდი ჰყავდეს – ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე… თუმცა, გადაწყვეტილად, 2024 წლის არჩევნებისთვის, თანამდებობაზე მხოლოდ კალაძე მივა, კობახიძისა და ღარიბაშვილის გავლენასა და თანამდებობებს კი, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს, დიდი კითხვის ნიშანი დაესვას.

ასეა თუ ისე, „ოცნებაში“ სჯერათ, რომ საპროტესტო ქარიშხალი გადააგორეს და ახლა მთავარია, სააკაშვილს არ დაემართოს (ან არ დაიმართოს) ისეთი რამ, რაც ყველაფერს ახლიდან დაატრიალებს.

თეგები: ხატია დეკანოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“
ახალი ამბები

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“

23:18 05-29-2023
„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“
ახალი ამბები

„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“

21:49 05-29-2023
„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

,,შესაძლოა, საკუთარ ავტომობილებში, სახლებში, აგარაკებზე ჩაცხრილული და აფეთქებული ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიხილოთ, რომლებიც ერთმანეთს დაერევიან“ – სოსო ცინცაძე

17:17 05-28-2023
,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები
ახალი ამბები

,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები

12:29 05-28-2023

ბიზნესი

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება

13:01 05-31-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს

12:54 05-30-2023
თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!
ახალი ამბები

თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!

15:10 05-29-2023
აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია
ახალი ამბები

აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია

13:14 05-29-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved