ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
„გაიხსნა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ეს მისი ოჯახისთვის და განსაკუთრებით დედისთვის. ამდენწლიანი უსამართლობის და ტანჯვის შემდეგ მიიღო კითხვებზე პასუხი.
რა ხდება პროკურატურაში?!
ამდენი წელი როგორ იმართებოდა ქვეყანა. ვიღაცეები ისეთი გავლენიანები იყვნენ რომ ასეთი მკლელობების თაროზე შემოდებაც შეეძლოთ?!
ჯანგველაძის და ამ საქმის ძველ პროკურორს, გია შაიშმელაშვილს რა ბედი ეწევა? ფარცხალაძემდე მივა ეს ამბავიც და რა ხდებოდა ამ ქვეყანაში? ასე უპატრონოდ, მხოლოდ ფარცხალაძეს შეეძლო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მიძინება, ჩაფარცხვა?!
ველოდები “ტილიკას” საქმე როდის გაიხსნება.
ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში სადაც მკვლელობებს უკვეთავდა ამ ქვეყნის მთავარი პროკურორი. ლობირებდა კრიმინალებს, ქუჩის გარჩევებს და ეს ერთი და ორი წელი არა, დიდხანს გრძელდებოდა! ამიტომ ამ ამბებთან დისტანცირება ვერავის გამოუვა!“














კომენტარები