• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ აბსურდული სპექტაკლის მიზანია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინც, შექმნას ხელახალი არჩევნების თარიღის დანიშვნის ილუზია – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
10:21 12-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
451

პრეზიდენტმა სალომემ ორბელიანების სასახლეში „დაიბარა” ბიძინა ივანიშვილი. ამ აბსურდული სპექტაკლის მიზანია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინც, შექმნას ილუზია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის თარიღის დანიშვნის, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

კაკაბაძე ვრცელ პოსტში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავს.

“„სა-ლომე“ თუ „სამგლე“?

მგონი უკვე ყველამ გაიგო, რომ ვადამდელი ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არ არსებობს და ამიტომ ერთ კვირა-დარჩენილმა პრეზიდენტმა სალომემ კონსტიტუციის ჩარჩოების მორგებისა და თან პრეზიდენტის სკამზე ყოფნის გახანგრძლივების ახალი გზა „მოძებნა“. რუსთაველზე გამართული წუხანდელი მიტინგიდან, 29 დეკემბრამდე ორბელიანების სასახლეში “დაიბარა” ბიძინა ივანიშვილი. ამ აბსურდული სპექტაკლის მიზანია, ტყუილებით ტვინგამორეცხილ ხალხს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინც, შეუქმნას ილუზია (აღქმა) ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის თარიღის დანიშვნისა. ეს დიდი ტყუილი გულისხმობს იმას, რომ უნდა გადააყენონ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტმა ხელოვნურად „ვერ უნდა აირჩიოს“ ახალი პრემიერი, ხელოვნურად დააფიქსირონ სამთავრობო კრიზისი და ამის შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნოს ვადამდელი არჩევნების თარიღი. ეს ავტომატურად გულისხმობს „ოცნების“ მხრიდან 26 ოქტომბრის პარლამენტის და 14 დეკემბრის პრეზიდენტის არჩევნების დელეგიტიმაციას. მოკლედ, ეს კუდიანი დედაბერი, ბოლო წუთამდე, არ ეშვება საკუთარი მომხრეების “დაბოლებას”, ვითომ ვადაგასულიც კი არჩეულ ხელისუფლებას ულტიმატუმებით ესაუბრება. სალომეს ასეთი არარაციონალური და თავხედური ქცევის მიზეზი ან მისი ფსიქიკური მდგომარეობის სერიოზული შერყევაა, ან მისი პატრონების მხრიდან იძულება, „მიდი, მიაწექიო“. შეიძლება ორივე მიზეზი ერთდროულადაც იყოს, რადგან შეუძლებელია ზურაბიშვილს ან მის პატრონებს არ ესმოდეთ, რომ რაც არ უნდა ხორუმი და სამაია იცეკვონ მისმა მომხრეებმა და რაც უნდა ყოველდღიური მიტინგებით თვალებში ნაცარი შეაყარონ ხალხს, ფაქტი ფაქტად რჩება, ოპოზიციის მხარდამჭერების 10%-საც კი არ სჯერა არჩევნების გაყალბების, რადგან თბილისში მიღებული 300 ათასამდე და საქართველოში მიღებული 800 ათასამდე ხმის მიმღებ ოპოზიციას, 10 ათასი კაციც კი ვერ გამოყავთ მიტინგზე. გახშირებული მიტინგები, კი მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ პროპაგანდით მოტყუებული ამომრჩევლის რაღაც პროცენტი, ვერ ეგუება ოპონენტი პარტიის გამარჯვებას. აღსანიშნავია ისიც, რომ არასოდეს პიკურ პერიოდებში, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის მიტინგებზე, ოფიციალურად დაფიქსირებული, მათივე ამომრჩევლების 10% კი არ გამოდის ქუჩაში.

უცხო ძალების “ნამესტნინკმა” ოპოზიციამ, ჯიბის მედიამ და არასამთავრობოებმა, როგორც არ უნდა ატრიალონ ყველა ბრუნვაში, არალეგიტიმურია მთავრობაო, ეს მხოლოდ ლირიკაა. რეალურია ის, რომ ცესკომ დადო ოქმი, რომელიც სასამართლოს არ გაუუქმებია. ოპოზიციამ ვერ შეძლო (ფაქტები, მტკიცებულებები არ გააჩნდათ) დაესაბუთებინა გაყალბება. იგივე შეიძლება ითქვას ეუთოს დასკვნაზეც. ეს რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. ამას თუ დავუმატებთ პოლიტიკურ ნაწილს, ევრო საბჭოს ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტსა და შეხვედრებს ხელისუფლებასთან, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო აღიარება სახეზეა. რეალურია მოლოდინი იმისა, რომ აშშ ს ახალი ადმინისტრაციაც უფრო მკაფიოდ იტყვის იმავეს. ანუ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს, საკმაოდ მოკლე დრო რჩებათ, განახორციელონ ისეთი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ივანიშვილი გახადონ იძულებული აღუთქვას მაკრონს (კოლექტიურ დასავლეთს) სალომეს უსაფრთხოება. თუ გავითვალისწინებთ, რომ დიფ სთეითი დღემდე არ ეშვება მიშას გათავისუფლების მოთხოვნის დაყენებას, მივდივართ მარტივ ლოგიკამდე, დიფ სთეითს (Deep State) სურს იმ აგენტების დახსნა პატიმრობიდან, რომლებსაც პატიმრობის შემთხვევაში შეუძლიათ პირის გაღება და ლაპარაკი იმაზე, თუ ვისი პოლიტიკით, რა მიზნებითა და ამოცანებით იმართებოდა მსოფლიო, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება საბჭოთა რეჟიმის დაშლის შემდგომ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე. თბილისის ქუჩებში, მიმდინარე მსუყედ დაფინანსებული აქციები და დესტაბილიზაციის მცდელობები, ხდება არა მაღალი ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული ორიენტაციისათვის (რომელიც არავის გაუუქმებია), არამედ ტრამპის მოსვლის შემდგომ, Deep State-ის შავბნელი საქმეების გამოაშკარავების გადასარჩენად. Deep State (დიფ სთეითი) არის ის რეალური მმართველი ძალები, რომლებიც ფარდის უკან იმყოფებიან, არ ჩანან, მაგრამ გააჩნიათ რეალური მართვის ბერკეტები. მისი ნაწილია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც უზარმაზარ მოგებას ნახულობს მსოფლიოში გაჩაღებული კონფლიქტებით და რომელსაც ჩვენი ხელისუფლება გლობალური ომის პარტიას ეძახდა. სწორედ მათი დაფინანსებულია საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი მედიისა და ოფიციალური ლობისტების დიდი ნაწილიც, რომელსაც ლამაზ სიტყვას – პიარს (Public Relations) უწოდებენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს პიარი საბჭოთა და ფაშისტური პროპაგანდის ფორმებზე და მეთოდებზე უფრო ამაზრზენად მუშაობს. სხვათა შორის, სწორედ გუშინ განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომ მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება Deep State-ის გავლენებთან ბრძოლა იქნება…

რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ზარს და ერთსაათიან საუბარს ბიძინა ივანიშვილთან, ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ერთი საათი არ სჭირდებოდა მაკრონის არც „შეშფოთება-აღშფოთების“ გამოხატვას და არც მიტინგებზე დაკავებულებზე მზრუნველობის დაფიქსირებას. ბიძინა ივანიშვილმა, გაასაჯაროვა, საკუთარი, სამართლებრივი და პრინციპული პასუხი, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს რამდენიმე დღეში ისედაც უწევთ გათავისუფლება, ხოლო სისხლის სამართლის წესით დაკავებული 30-მდე პირის ბედს სასამართლო გადაწყვეტს მათი დანაშაულის სიმძიმისა და მტკიცებულებების შესაბამისადო. მე ვფიქრობ, ამ საუბარში უფრო მეტი დრო დაეთმობოდა მაკრონის თხოვნას, რომ სალომეს მიმართ არ დამდგარიყო მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ირაკლი კობახიძის ბოლო ბრიფინგით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინას მაკრონისთვის ამის გარანტიები არ უნდა მიეცა. ამიტომაც ფრთხილობს მადამ პრეზიდენტი, თავს იკავებს სამართლებრივი ჩარჩოებიდან სრულად გასვლისგან.
ასე რომ, ნაც. რეჟიმის გასამართლების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულება არც ისე შორს უნდა იყოს.

რაც შეეხება “ჩვენს” ვადაგასულ პრეზიდენტს, თუ ჭკუით არ მოიქცევა და არაადეკვატურ ქმედებებსა დროულად არ შეწყვეტს, სრულიად რეალურია „სა-ლომე“-მ „სა-მგლე“ გოჭის ბედი გაიზიაროს“, – წერს კაკაბაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved