• რეკლამა
  • კონტაქტი
05:42, ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ 8 ადამიანიდან მინიმუმ 6-ს ძალიან დაბალი ანაზღაურება ექნებოდა, ეჭვიც ხომ არ გეპარებათ? და არც ერთი არ იტყოდა უარს იმ ვერტმფრენში ასვლაზე, სხვა ადამიანის გადასარჩენად – ამიტომ არიან ისინი გმირები!“

ალია ავტორი - ალია
20:29 07-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,685

გიორგი ჯავახაძე

“ალიას” ესაუბრება ამჟამად ემიგრაციაში მყოფი, ყოფილი ძალოვანი, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება საჯაროდ, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს.

– სუს-ს, შსს-ს, თავდაცვის ძალებს ტოვებენ პროფესიონალები და გარბიან – რა არის ძირითადი მიზეზი?

– ბოლო პერიოდში მხოლოდ ჩემი სანაცნობოდან 25-მა ძალოვანმა დატოვა ქვეყანა, ეს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამერიკაში ჩავიდნენ, ცალკეა კიდევ ისინი, რომლებიც ევროპაში გაემგზავრნენ, ვეღარც ვითვლი. ბევრ მიზეზს ასახელებენ, თუმცა, უმთავრესი მიზეზია, რომ უბრალოდ ვეღარ არჩენენ ოჯახებს, მათ შვილებს შია, ვერ უხდიან შვილებს სწავლის გადასახადს. ვერ ახერხებენ მოხუცი მშობლების მიხედვას, მკურნალობას… ჩვენ 90-იანი წლების გაჭირვება ისე გავიარეთ, ამდენი ომი ისე გავიარეთ, არ გავქცეულვართ ქვეყნიდან, მაგრამ მაშინ საერთო გაჭირვება იყო, ახლა კი მინისტრის, მისი მოადგილეების, მისი მეგობრების შვილები და მშობლები კარგად ცხოვრობენ და ვისზეც დგას სისტემა, იმ ადამიანებს საკვები ფულიც კი არა აქვთ. საშუალო ფენა აღარაა, მდიდარი და ღატაკია და ამ ღატაკსაც ლამაზი სახელი მოუფიქრეს და სოციალურად დაუცველი დაარქვეს, ყურს რომ ცუდად არ მოხვდეს, ალბათ. სოციალურად დაუცველი კი არა, ღატაკი ჰქვია მაგას, უქონელი, გაჭირვებული და შეიძლება ადამიანი მართლა დღე და ღამე მუშაობდეს და მაინც ღატაკი იყოს? მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ იმათგან, ვინც სისტემას ტოვებს და გარბის, რამდენიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა წაიყვანეს, მაგრამ უმრავლესობის წასვლის მიზეზი ესაა, რაც გითხარით.

– 29 ივლისს, მას შემდეგ რაც პარაპლანი ჩავარდა, სამაშველო ოპერაციაზე წასული ვერტმფრენი ჩამოვარდა და 8 ადამიანი დაიღუპა – პილოტები, სამაშველოს თანამშრომლები, მედიკოსები. რისი თქმა შეგიძლიათ, ამ ეტაპზე, მომხდარზე?

– ავარია ყველა ქვეყანაში ხდება, მათ შორის, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იღუპებიან, მაგრამ მთავარია – მიზეზი. პირველი, რაც ვნახეთ, მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს ამ დენიკინის დროინდელ ვერტმფრენზე, ის არაა სამაშველო სამუშაოებისთვის განკუთვნილი. ვერტმფრენი რომელიც ადგილზე გავიდოდა, უნდა ყოფილიყო სპეციალურად სამაშველო სამუშაოსთვის განკუთვნილი. როგორც ჩანს, არ გვყავს ასეთი და არც აპირებენ ყიდვას, ისე “აპრავებენ” მომხდარს. ეს ვიდეო რომ არ ყოფილიყო, რაც გამოქვეყნდა, იტყოდნენ, ისეთი ქარი იყოო, ქარიშხალიო, მაგრამ არ ჩანს ვიდეოში, რომ ასეთი ქარია. ასევე იმასაც იტყოდნენ, ქარის გამო კლდეს შეეჯახაო, მაგრამ დაწყებული აქვს სამაშველო ოპერაცია, ერთ ადგილასაა გაჩერებული, როგორც ვიდეოში ჩანს და უცებ ასდის ბოლო და მერე იწყებს ტრიალს. პილოტის შეცდომა კი არა, ბოლომდე ცდილობდა პილოტი ვერტმფრენის დასმას, ან ისე დაცემას, რომ ხალხი გადაერჩინა – ეს აშკარად ჩანს ამ ვიდეოში და ახლა, აწი რაც უნდა დადონ – ეს ამ ვიდეოში უკვე ჩანს. მოხდა ტრაგედია, დაიღუპა 8 ადამიანი და ამის მერე რას ვხედავთ? – არაფერს! რამდენიმე საათი არაფერს ვხედავთ და გვესმის, არ კეთდება შსს-ს არც ერთი განცხადება! რა უნდა გვენახა? – თუ მათ არ ჰყავთ სამაშველო ვერტმფრენები – სამაშველო ვერტმფრენები უნდა ჰყავდეს თავდაცვას, ასე იძახიან და წერენ ქაღალდებში, ვაახლებთ სამხედრო ავიაციას და გვყავსო და იტყუებიან? წლებია, სამხედრო ავიაციისთვის თანხებია გამოყოფილი, სად მიდის? აი, უნდა გვენახა როგორ მიფრინავს რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენი დაკარგული უკვე 10 ადამიანის საპოვნელად, პარალელურად, უნდა გამოსულიყო შს მინისტრი, მოადგილე, სპიკერი, ყველა, ყველა და ეთქვათ, მოხდა ტრაგედია, ვარკვევთ მიზეზებს, მაგრამ აი, ხალხო, ყველაფერს ვაკეთებთ, გავიდა ამდენი ბრიგადა, ამდენი პილოტი, ხაზზეა, ხაზზეა თავდაცვის სამინისტრო, ესა და ეს სამსახური, ან ორი სამსახური ერთად აკონტროლებს ადგილზე ამინდის ცვლილებას, ადგილზე ცალკე ვერტმფრენით გაემგზავრა სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მობილიზებულნი არიან მთამსვლელები, რომელთა დახმარება შეიძლება გამოვიყენოთ საჭიროების შემთხვევაში – რა ვნახეთ ამის ნაცვლად? – არაფერი, საერთოდ არაფერი, არც სხვა ვერტმფრენები, არც სამხედრო ვერტმფრენები, არც ადგილზე ცალკე ვერტმფრენით ჩაყვანილი მედიკოსები, არაფერი საერთოდ! სამაშველო ვერტმფრენი იმიტომ არსებობს, რომ დროულად, სწრაფად მიხვიდე ადგილზე, თორემ, ეგრე ოდესმე ფეხითაც რომ მივიდოდნენ, ვიცოდით ისედაც. არსებობდა შანსი, რომ სწრაფი რეაგირების შემთხვევაში, ვინმეს გადარჩენა მოხერხებულიყო? – არც ეგ ვიცით ამ დრომდე. გამოაცხადეს გლოვის დღე და დასხდნენ გულხელდაკრეფილნი, ოღონდ იმათი ლანძღვა დაიწყეს, ვინც კითხვებს სვამდა. გლოვის დღე ლანძღვას ნიშნავს? არ მუშაობდა უწყება 30 ივლისს? შს მინისტრი რომ გამოვიდა და იბოდიალა, ის ერთი ქართველი გადავარჩინეთო, ათიდან ერთი გადარჩენილის გვარიც რომ არ იცოდა, ასე ხდება ლამის ყოველ კვირაში აქ ტრაგედიაო და აწი მივაქცევ ყურადღებასო, რომ ბრძანა, ანუ ერთ დღეს უნდა მომკვდარიყო 9 კაცი, რომ ყურები გამოეფხიკათ? მერე რაღაცა პარაპლანზე იბოდიალა, ვინ ეკითხება მაგას პარაპლანის რეგულირებას? თუმცა, აქვე ვიტყვი – რეგულაცია აუცილებელია, ყველა ადგილი კი არ შეიძლება ამ სპორტისთვის იყოს გამოყენებული, ლიცენზიაო, მართვის მოწმობებს რომ ურიგებენ თავის მომხრეებს საარჩევნოდ, ისე დაარიგებენ მაგასაც, რა პრობლემაა? ან მართვის მოწმობა ვისაც აქვს, იმას ავარია არ მოსდის? საჭიროა რეგულაციები, ადგილები სადაც შეიძლება, სადაც არ შეიძლება, ამინდის კონტროლი, ცაში ახედვით კი არა, აპარატურით და ა.შ. მაგრამ გომელაურს არაფერი ჰქონდა სათქმელი და იმას ხომ არ მოყვებოდა როგორ მოხვდა ბიძინას დაცვიდან ქვეყნის შს მინისტრამდე? ამიტომ, პარაპლანიო. შს მინისტრს, იმ დღესვე თუ არა, მეორე დღესვე უნდა ეჩვენებინა საბუთი, როდის გადამოწმდა ბოლოს ეს ვერტმფრენი ტექნიკურად, რამე ტიპის წუნი ჰქონდა, თუ არა, რამე ტიპის ნაწილი გამოსაცვლელი იყო, თუ არა, როდის გამოუცვალეს ბოლოს და რა ნაწილები, რამდენი აქვს ცვეთის ვადა და რამდენი წელია არის ექსპლუატაციაში? უნდა ეთქვა, რატომ დადგა საჭიროება შვებულებაში მყოფი პილოტი გამოეძახებინა? პილოტის ცოლმა თქვა, შვებულებაში იყოო და დავიღუპეთ და ყველა პროფესიონალი მფრინავი გააქციეს? როცა ბორტზე იყვნენ უკვე სამაშველოს თანამშრომლები, რომლებმაც იციან პირველადი დახმარება, რატომ აიყვანეს ბორტზე ორი მედიკი? ვერტმფრენზე რეანიმაციული ოთახი აქვთ მოწყობილი და რეანიმატოლოგი ჭირდებოდათ? რა საჭიროება იყო მათი წაყვანის? შემთხვევით, იმიტომ ხომ არ წაიყვანეს მედიკოსები, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თავისი ვერტმფრენები არა ჰყავს რომ შორიახლო გადაეყვანა მედიკოსები და იქ დალოდებოდნენ და ბარემ გაიყოლეს, თუ რა მოხდა? კარგია ექსპერტიზას რომ ატარებენ ახლა ცხედრების, გარდაცვალების მიზეზს და დროს გავიგებთ, მაგრამ ვინ ატარებს? ისევ სახელმწიფო, ხომ? – ე, მაგაშია საქმე! მოჯადოებულ  წრეში დავბრუნდით. აი, მაგიტომ აქვს ხალხს დაუცველობის, უნდობლობის განცდა. ისიც კი არ იკადრეს, რომ ყასიდად მაინც ეჩვენებინათ ან ეთქვათ, ყველაფერს ვაკეთებთო. რა დააშავა იმ პარაპლანისტმა? რამე რეგულაცია დაარღვია? ორი ტურისტი გადაიყვანა 15 წუთით ადრე და მერე ჩამოვარდა, მესამე ცდაზე – გააფრთხილა სახელმწიფომ და არ დაიჯერა? დასაჯონ მაშინ. აბა, რატომ თვლის დედამისი, რომ მისი შვილის გამო დაიღუპა 8 ადამიანი? იმიტომ რომ ეს აღარაა სახელმწიფო და ერთი საწყალი ბიჭის გადარჩენას 8 საწყალი ადამიანი შეეწირა, ამ 8 ადამიანიდან მინიმუმ 6-ს ძალიან დაბალი ანაზღაურება ექნებოდა, ეჭვიც ხომ არ გეპარებათ? და არც ერთი არ იტყოდა უარს იმ ვერტმფრენში ასვლაზე, სხვა ადამიანის გადასარჩენად – ამიტომ არიან ისინი გმირები! და ამიტომაა ჩვენი მთავრობა უსინდისო, რომ მათი გმირობით და “გლოვით” უნდა რომ გამოძვრეს! აღიარებენ ამ ადამიანებს გმირებად ოფიციალურად და მათ ოჯახებს ღირსეული პენსია ექნებათ? – არც მაგას ამბობს ჯერ არავინ! ამიტომ დაიჩოქა იმ პარაპლანისტის დედამ, ის არ თვლის, რომ მისი შვილის გადასარჩენად სახელმწიფო მივიდა, ის თვლის და სწორადაც თვლის, რომ მისი შვილის გადასარჩენად წავიდა 8 ადამიანი… ისეთ ქვეყანაში ღირს ცხოვრება, სადაც ხანძრისას მეხანძრის გამოძახების შეგეშინდება, რადგან ვინმე შენსავით გაჭირვებული ადამიანი არ შეიწირო და უბედური შემთხვევისას მაშველის გამოძახების შეგეშინდება?

და ბოლოს, ვიცი, ესებუას არ, თუ ვერ დაჭერას ხშირად ახსენებთ მინისტრს, მაგრამ ისიც ჰკითხეთ, სვანეთში 13 წლის ილია ფილფანი რომ დაიკარგა 2 წლის წინ ზუსტად, იმის სამაშველო ღონისძიებები როგორ დასრულდა?“

 

თეგები: ვახტანგ გომელაურიტრაგედია გუდაურში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved