ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი, რევაზ რიჟამაძე ამბობს, რომ საქმეში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენები ფიგურირებენ, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან.
ადვოკატი ბიზნესმენების სახელებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ თუკი ხელისუფლებას საქმის გამოძიება უნდა, მაშინ ამ ბიზნესმენებითაც უნდა დაინტერესდეს.
“დღეს საქმეში საკმაოდ ცნობილი პიროვნებები ფიგურირებენ, დღეს წარმატებული ბიზნესმენები. ამიტომ თუკი იძიებენ გამოიძიონ და ამხილონ ყველა, თუკი მართლა უნდათ ამ საქმის გამოძიება.
დაახლოებით 200 მილიონ ევროზეა საუბარი. ამხელა თანხა როგორ უნდა შემოვიდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და მანამდე აზერბაიჯანი-ირანის საზღვარზე. ასე გამოდის საბაჟო საზღვარი არ მუშაობს ხო?!
ეს თანხები სხვა არხებითაც შემოდიოდა, მარტო აზერბაიჯანიდან არა და რამდენად ლეგალური იყო ეს ფული ეს კიდე გამოძიების საგანია. ამ ფულის მესაკუთრეები მხოლოდ ირანის მოქალაქეები არ იყვნენ, იყვნენ საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენები, საკმაოდ ცნობილები და დღეს ხელისუფლებასთან დაახლოებულები”,- ამბობს ადვოკატი
კომენტარები