• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალტერნატიულ პეტიციას პარლამენტის წინ აწერენ ხელს – “რუსეთი რასაც დღეს აკეთებს უკრაინაში ეს სცდება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას”

ალია ავტორი - ალია
17:44 01-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

დროას მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ ალტერნატიულ პეტიციას სამოქალაქო საზოგადოების წევრები საჯაროდ, პარლამენტის წინ აწერენ ხელს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ხელმომწერები უკრაინას მხარს უჭერენ, რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას გმობენ.

რეზოლუციას პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ნებისმიერი მოქალაქისთვის პეტიციაზე საჯაროდ ხელმოწერის ღონისძიება კი დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა დროამ დააორგანიზა.

„პეტიციის მნიშვნელობა მორალურიდან დაწყებული პოლიტიკურით, პრაგმატულით, ისტორიულით, ყველანაირად ძალიან დიდია, იმიტომ რომ როდესაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ქვეყანასთან, რომელიც არაერთხელ იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე 90-იან წლებში, 2008 წელს და ზოგადად, მგონი ძალიან ბუნებრივი ემოცია და პოზიციაა რომ მათ გვერდით იდგე.

თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთი რასაც დღეს აკეთებს უკრაინაში ეს სცდება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, ეს პირდაპირ ემუქრება საქართველოს. პირდაპირ საუბრობენ, რომ მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის ხელში ჩასაგდებად აკეთებენ ამას.

რაც მთავარია, მეორე მხარეს არის ძალიან კონსოლიდირებული დასავლეთი. ასეთი აქტიური და ერთიანი დასავლეთი არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია და ამ შავ და თეთრ სურათში ძალიან მკაფიო უნდა იყოს, სად დგას საქართველო. ამას არ აკეთებს საქართველოს პარლამენტი და ამიტომ აქტივისტებს, ნიკუშა ფარულავას და სხვებსაც გაუჩნდათ იდეა, რომ მოსახლეობამ, მოქალაქეებმა მოაწერონ ხელი ამ დოკუმენტს და ჩვენ უბრალოდ ამის ორგანიზება გავწიეთ“, – განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved