• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ალიევმა რომ ყარაბაღი დაიბრუნა, წმინდა გიორგის ხატი გადმომივარდა“

ალია ავტორი - ალია
02:43 11-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

„-დოდო დეიდა, მე ექიმთან გაგიშვით, თუ ეკლესიაში, ეს ხატები და სანთლები რათ გინდოდათ?

-ექიმთანაც ვიყავი შვილო-მერე?

-კიბოა და დაგვიანებულია მკურნალობა, მეტასტაზები მთელ სხეულს მოედოო…

თავზარი დამეცა.დოდო გაგრიდან იყო, მე მისგან ხილს ვყიდულობდი, ერთხელაც დაიწუწუნა, რახანია მკერდი მტკივაო…ხოდა იმ დღეს, მამასთან გავუშვი რესპუბლიკურში. რუსლანი მისი ერთადერთი სიყვარული აფხაზეთის ომის პირველივე კვირაში მოკლეს, თავად ფეხმძიმე ჭუბერს გადმოდიოდა…

-ნაყოფს დაკარგავ ეუბნებოდა ხალხი, ან როგორ უნდა გამოკვებო ჩვილი სასტუმრო “ივერიაში”, ასობით ოჯახთან ერთად შეყუჟულმა?…მოიშორე სანამ დროა..

-არა! გაჯიუტდა დოდო.წმინდა გიორგი მესიზმრა… გააჩინე, გიორგი დაარქვი და შეგეწევიო, მერე ფსოუს გაატანე ხატი, ფხისთასთან(ფსოუს მარჯვენა შენაკადი) ამოვალ და მერე სახლშიც დაგაბრუნებო…

-გაგიჟდა საბრალო, ჩურჩულებდნენ გარშემო…

***-გონს მოდი გოგო, რას გაშტერდი!ძლიერმა მუჯლუგუნმა რეალობაში დამაბრუნა.

-რა ვქნათ?ამოვილუღლუღე მე.

-ვიცხოვროთ!!!ჯვრიანი პურები ვაცხოთ, შავი ღვინო და ყველი დავაყოლოთ, ორივე გიორგი დავლოცოთ, აგერ გვერდზე ოთახში რომ ძინავს ის და აგერ გვერდზე რომ ანგელოზად მადგას ის!

-სტრესისგან ბოდავს ვიფიქრე მე…დღე დღეს ენაცვლებოდა, გიორგუნა ჯერ სკოლაში წავიდა,, აგერ უკვე მერვე კლასშიც გადადიოდა და მამასავით სამხედრო თვითმფრინავებზე ოცნებობდა.

-Как это получилось пап, у нее же метастазы по всему телу ?გაოცებული ვეკითხებოდი მამას. დოდომ გვერდი აუარა ყველა სამედიცინო პროგნოზს და აგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას.

-Она слишком хочет жить.У нее есть стимул!А ЭТО ДЖОКЕР!

ეს სიტყვები მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა…დოდო სულ ცოტა ხნის წინ წავიდა, მაშინ როცა თავის გიორგუნა დააბინავა და შვილიშვილს ეამბორა.მამაჩემის გასვენებაში მითხრა, ეტყობა მაინცა და მაინც არ უნდოდა სიცოცხლე, თორემ წესით მე უნდა გამესწროო…და ის მართალი აღმოჩნდა…..

Прости пап, что я это пишу..მე, კი ის ხატი დამრჩა.ფსოუ და მითუმეტეს ფხისთა შორი ზმანებაა, არადა სიტყვა სიტყვაა! რა მაგის პასუხია და ალიევმა რომ ყარაბაღი დაიბრუნა, წმინდა გიორგის ხატი გადმომივარდა…ეტყობა ეჩქარება, ჩვენ კი ვწუწუნებთ, დახურვაზე ვოცნებობთ და სულ არ გვახსოვს, რომ ტერიტორიები ე.წ.პანდემიების დროს ბრუნდება…მაპატიე დოდო, ხატი ისევ ჩემთანაა…გიორგობა მოდის….

Она слишком хотела жить и она жила….“

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved