• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალიაში” გასული ინტერვიუს შემდეგ, გამოძიებამ მეგი ბაქრაძის საქმის მნიშვნელოვანი მოწმეები დაკითხა

ალია ავტორი - ალია
14:50 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

18 მარტს სწორედ მედიამ შეატყობინა საზოგადოებას, რომ 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე კომაშია “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ!

ექთანს ვაქცინა გაუკეთდა ოფიციალური მონაცემით 12.15 საათზე და პირველივე დღეს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ 30 წუთის მერე განუვითარდა მას ალერგიული რეაქცია.

მართალია, ექთანი უკვე დღის პირველი საათისთვის უკვე კომაში იყო და ინფორმაცია მედიაში დღის 4 საათისთვის გავრცელდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ოფიციალური განცხადება დაახლოებით 6-ის ნახევრისთვის გააკეთა.

როგორ დაასწრო მედიამ მათ ინფორმაციის გავრცელება? ამდენი საათი რატომ სდუმდა ოფიციალური უწყება, ამ კითხვაზე პასუხი, ჩვენ კი არა, იმ ადამიანებსაც არა აქვთ, ვინც გვმოძღვრავს, რომ მედია უნდა გაჩუმდეს და დაელოდოს ოფიციალური უწყებების პასუხს!

ექთნის გარდაცვალების შემდეგ, გავიგეთ, რომ სხვა მედიკოსებსაც ჰქონიათ აცრისას ანაფილაქსიური შოკი, ამაზე თავად გამყრელიძემ ისაუბრა, თუმცა, არ უთქვამს, რატომ ისაუბრა ამაზე მეგის გარდაცვალების შემდეგ და არა მანამდე.

დღემდე უცნობია, რატომ გამოაცხადა ამირან გამყრელიძემ 18 მარტს, რომ ექთანს მხოლოდ 30 წუთის შემდეგ დაეწყო ანაფილაქსიის გამოვლინება, მაშინ, როცა კლინიკა გვიმტკიცებს, რომ ალერგიის გამოვლინება 15-20 წუთის შემდეგ დაიწყო? მოატყუეს ამირან გამყრელიძე? ვერ მოახერხა პირველი საათიდან 6-ის ნახევრამდე ინფორმაციის მოძიება?

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს, მინისტრი უკვე გვიმტკიცებს, რომ კლინიკამ ყველა საჭირო დახმარება დროულად გაუწია ექთანს და მაშ, როგორ მოხდა, რომ არ დაემორჩილა კლინიკაში დაწყებული ანაფილაქსია მკურნალობას – პასუხი არ გვაქვს.

სამაგიეროდ, ჩვენ გვითხრეს, რომ ბზიკის ნაკბენზეც ემართებათ ასეთი შოკი ადამიანებს და იღუპებიან და კი, ასეა, მაგრამ თუ ადამიანს კლინიკაში უკბენს ბზიკი, თუ ადამიანს იმ ოთახში უკბენს ბზიკი, სადაც ანაფილაქსიის სამართავად ყველა მედიკამენტი უნდა იყოს – მაინც დადგება ფატალური შედეგი?

სახელმწიფომ ექთნის გარდაცვალების შემდეგ, აცრა შეაჩერა ისეთ კლინიკებში, სადაც არ არის რეანიმიაცია, გარდა ამისა, გაზარდა დაკვირვების დრო 30 წუთიდან 45 წუთამდე, გვეუბნება, რომ ეს ღონისძიებები ექთნის გარდაცვალების გამო მიიღო, მაგრამ აქვე იმასაც გვიმტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილებებს საერთო არაფერი აქვთ ექთნის გარდაცვალებასთან.

რატომ გაიზარდა დაკვირვების დრო 45 წუთამდე და სინამდვილეში რამდენ ხანში გახდა ცუდად მეგი ბაქრაძე, რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი? – ამ კითხვებზე პასუხი მთელ საქართველოს აინტერესებს.

ამირან გამყრელიძემ კი თქვა: “სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი მედიცინის მუშაკების ხვედრი, რომ შეიძლება შენ დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება…” – არის თუ არა ეს აღიარება, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ისე დაიხურება, ამირან გამყრელიძე არც კი გამოიკითხება.

მიუხედავად კითხვებისა, გამოძიება არ ჩქარობს, “ალიას” გარდა არავის გახსენებია ის სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში იყო მეგი ბაქრაძის აცრიდან მინიმუმ 20 წუთი, სხვათა შორის, ამ სამიდან ერთი გვიყვება, წასვლისას როგორ დაინახა, რომ ვაქცინაციის კაბინეტი დაიკეტა. უნდა ყოფილიყო, თუ არა ვაქცინაციის ოთახი ღია, სანამ დაყოვნების ოთახში ჯერ კიდევ იყო პაციენტი? – ამ კითხვას კლინიკა არ პასუხობს.

ექთმის აცრის პროცესი გადაიღო და მისი ინტერვიუ ჩაწერა აცრის შემდეგ ადგილობრივმა ტელევიზიამ – მეცხრე არხმა, რომლის ორი ჟურნალისტი და ოპერატორი პირდაპირი და არადაინტერესებული მოწმეები არიან, მათ ვაქცინაციის პროცესიც ნახეს და დიდი ალბათობით კადრში შესაძლებელია, მედიკამენტებიც ჩანდეს, არის თუ არა მობილიზებული, რომელი მედიკამენტია კონკრეტულად მზად და ა.შ. ბევრი თითქოს უმნიშვნელო დეტალი, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, ეს გამოძიებას ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეს. “ალიამ” ეს ადამიანები 21 მარტს ჩაწერა, სანამ ჩვენ არ ჩავწერეთ, მათ გამოძიება არც კი დაკავშირებია. ჩვენი კოლეგები გამოძიებამ მხოლოდ გუშინ, 25 მარტს გამოკითხა.

სამი მნიშვნელოვანი მოწმე მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში, რომლებიც მხოლოდ „ალიას“ გაახსენდა
თეგები: მეგი ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved