• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
11:55 06-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
160

ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს, – ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა პარტიების „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარეებთან ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ, დღეს გაგიზიაროთ ჩემი გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემთვის ძალიან ძვირფას რონდელის ფონდს, მასთან ერთად გატარებული წლები, ნამდვილად არ ჩაივლის უკვალოდ და გამოადგება იმ საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩემი საქმიანობა ყოველთვის ქართულ საქმეს ეხებოდა, ქართულ ინტერესებს. ვფიქრობ, დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე, რათა საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით და საქართველომ უსწრაფესად შეძლოს იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მოამზადებს ჩვენს ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე.

ამიტომ, მე ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში. ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს.

„დროასთან“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ ერთად, გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს და ვიბრძოლოთ ბოლომდე ერთად. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად, შევძლებთ ერთიანი, ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved