• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილს დაზიანება მანდატურებმა მას შემდეგ მიაყენეს, რაც უკვე ბორკილები ედო და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
17:37 11-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
410

ალეკო ელისაშვილს დაზიანება მანდატურის თანამშრომლებმა მიაყენეს მას შემდეგ, რაც მას უკვე ბორკილები ედო და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა – ალეკო ელისაშვილს იარაღის გამოყენების მცდელობა არ ჰქონია და არც ამის სურვილი გააჩნდა, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განმარტა, ალეკო ელისაშვილის მხრიდან ეს ქმედება იყო „პროტესტის გამოხატვის ფორმა უსამართლო სასამართლოსა და სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართ“.

„დაზიანება მანდატურის თანამშრომლებმა მიაყენეს მას შემდეგ, რაც მას უკვე ბორკილები ედო და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამოძიება საუბრობს, ვითომ იარაღის მუქარით შევიდა და იარაღით ემუქრებოდა ვინმეს. რეალურად, მას იარაღი ედო „კაბურაში“, ზემოდან ეცვა „ჰუდი“, მერე ქურთუკი და გამოყენების მცდელობაც არ ჰქონია. კადრი რომ ჩანს [ძირს დაგდებული იარაღის], მას შემდეგ არის, როდესაც ის დააკავეს და ჯაჯგურის დროს იარაღი ამოვარდა. იარაღის გამოყენების მცდელობა არ ჰქონია და არც ამის სურვილი გააჩნდა.

როდესაც შესვლა მოახერხა, შემდგომ მოვიდა მანდატურის სამი თანამშრომელი და უკვე პოლიციის თანამშრომლებიც“, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ როგორ მოახერხა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს ჭიშკარში შესვლა, ადვოკატი პასუხობს, რომ ელისაშვილმა კარები ჩაამტვრია და ისე შევიდა.

„ამ შემთხვევაში, მოხდა რაღაც გზით გადასვლა, კარის ჩამტვრევა, შესვლა და ამის შემდგომ უკვე, რაღაც დროის მერე, მანდატურები მოვიდნენ. გააზრებული ჰქონდა და მარტო მოქმედებდა. ხაზი გაუსვა, რომ, რა თქმა უნდა, ის იყო მარტო და მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ პროტესტის ეს ფორმა გამოეყენებინა. ტყუილია, მანდატური არ უცემია.

დანაშაულს არ აღიარებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბრალი არ გვინახავს, უნდა წავიკითხოთ, ვნახოთ. იქ არის საუბარი იარაღთან დაკავშირებით, მუქარასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ის ამ კუთხით ამას არ აღიარებს. ქმედებას, რომ ის მართლა შევიდა შენობაში, რა თქმა უნდა, ამას აღიარებს. მისი პროტესტის ფორმა იყო და თავისთავად აღიარებს. ამ შემთხვევაში დანაშაულს იმიტომ არ აღიარებს, რომ არ ვიცით, ბრალი რა არის. კი, რაღაც მუხლი ვიცით, თუმცა დადგენილება არ ჩაგვბარებია და არ გავცნობივართ“, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს ბრალს ხვალ, 30 ნოემბერს წარუდგნენ, რის შემდეგაც დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა ექნებათ საზოგადოებისთვის. ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის მისთვის არსებული ინფორმაციით, გამოძიება ჯერ მხოლოდ ერთი მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved