• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილის ადვოკატს გამოძიებამ ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინა

ალია ავტორი - ალია
12:22 12-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

ალეკო ელისაშვილის საქმეზე გამოძიებამ ადვოკატს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინა. გიორგი რეხვიაშვილის თქმით, პროკურატურას აქვს შიში, რომ რამე ისეთი ინფორმაცია არ გავრცელდეს და აღნიშნული ხელწერილი მოქმედებს ყველა შემდგომ საქმის მასალებზეც.

მისივე თქმით, ელისაშვილი უკვე გამოკითხულია, თუმცა მან დუმილის უფლება გამოიყენა და არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია საგამოძიებო უწყებისთვის.

მხოლოდ გააკეთა შენიშვნა, რომ არ ეთანხმება ბრალს, – დასძინა მან.

„ყველაზე მნიშვენლოვანი და ხელმოსაკიდი საქმისთვის არის ის, რომ მოხდა, აღნიშნული საქმის გადაკვალიფიცირება, ტერორიზმის მუხლით, ანუ ტერორისტულ აქტს ედავებინა ელისაშვილს, რომელიც ალოგიკური და უსაფუძვლოა. ვინ იურიდიულ საკითხებში ერკვევა, მარტივად მიხვდება, რომ ტერორისტული აქცის განმხორციელებლ პირს უნდა გააჩნდეს მიზანი, თუმცა, კადრებში კარგად ვხედავთ, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, რომ ის არ იყენებს იარაღს. მას რომ სურვილი ჰქონოდა, ბოლომდე მიეყვანა და დაეწვა აღნიშნული შენობა, იარაღის გამოყენებით, მარტივად შეეძლო გაეჩერებინა სამივე მანდატური, რომლებსაც იარაღი არ ჰქონდათ, წაეკიდებინა ცეცხლი და დაეტოვებინა მიმდებარე ტერიტორია, თუმცა მას ვინმეს დაზიანების განზრახვა არ ჰქონია. სწორედ ამიტომ იყო ის შაბათ დილას შესული და არა სამუშაო საათებში, როდესაც ზიანი უფრო მეტი იქნებოდა. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტებია, რომელიც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს და პროკურატურის მხრიდან, გადაკვალიფიცირებული საქმე უნდა გადმოაკვალიფიციროს იმ მუხლზე, რითაც საწყის ეტაპზე დაიწყო გამოძიება.

გაუთქმელობაზე მოვაწერე ხელი, ამ შემთხვევაში პროკურატურას აქვს შიში, რომ რამე ისეთი ინფორმაცია არ გავრცელდეს. მე გადმომეცემა დამატებითი მასალები და აღნიშნული ხელწერილი მოქმედებს ყველა შემდგომ საქმის მასალებზეც“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ალეკო ელისაშვილს დიღმის წინასწარიდ აკავების იზოლატორიდან სასამართლოში 13:00 საათისთვის მიიყვანენ.

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი შაბათს დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved