• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, კვირა, 14 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი – ,,ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო”

ალია ავტორი - ალია
13:24 09-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,518

ვაკეში სპორტის აკადემიის ტერიტორია ცათამბჯენის მშენებლობას ეთმობა. ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა:

„სპორტის აკადემია ვაკეში არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველზე კორუმპირებული მერის, კახი კალაძის გამო. აქ იყო დაგეგმილი მშენებლობა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშიკო ნამორაძე, აპირებდა აეშენებინა180-მეტრიანი ცათამბჯენი, თუმცა მისი ქვედა ნაწილი იქნებოდა სპორტის აკადემია, იმიტომ, რომ დაინგრა აქ და აქვე უნდა აღდგენილიყო და ზედა ნაწილი იქნებოდა მხოლოდ ბიზნესცენტრი და ა.შ. მარაზმატული ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო ისედაც ამ გადატვირთულ ვაკეში, საცობებით გატანჯულში, მაგრამ ერთი შვება ის იყო, რომ სპორტის აკადემიაც უნდა აღდგენილიყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, კალაძემ, რომელსაც ორად ორი დარდი აქვს ცხოვრებაში, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მოიპაროს და იმ მოპარული ფულით წავიდეს კოსმეტიკის სახელოსნოში და ბოტოქსები გაიკეთოს, ტუჩები დაიბეროს და ბოლო დროს ახალი ვნება აქვს, რომ გოგოებსა და ქალებს მიუქსიოს ვიღაც ფარჩაკი არაკაცები, ტიტუშკების მერი რომ გახდა სინამდვილეში – მოკლედ, მაგ კაცმა, როგორც ჩანს, აიღო კიდევ უფრო მეტი ქრთამი ამ ნოშიკო ნამორაძისგან და აქ სპორტის აკადემია, ანუ ფიზკულტურის ინსტიტუტი აღარ აშენდება და აშენდება კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი. თუ უნდა აშენებულიყო 180-მეტრიანი და 50-სართულიანი, ახლა აშენდება 230- მეტრიანი და 70-სართულიანი. ჩაიჯიბა, როგორც ჩანს, ფული. უფრო სწორად, ასეთი პროექტი შეითანხმეს სულ ცოტა ხნის წინ. ასეთი მერი ჰყავს ქალაქს, ასეთ რამეს უმზადებს ამ სივრცეს. ვულოცავ ვაკელებს, რომ თუ რამე აკლდა, ეს ცათამბჯენი იყო, ახალი მანქანები და ახალი საცობი. რა თქმა უნდა, ამას შავი იუმორით ვამბობ. ყველა ვაკელმა მაინც იცის, ამ ადგილას რა ჯოჯოხეთი ხდება ხოლმე პიკის საათებში. ასეთი პროექტი შეითანხმა კალაძემ, თუმცა პროექტის შეთანხმება არ ნიშნავს აშენებას – 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გამოვაგდებთ კალაძეს, ბოტოქსებიან აფერისტს, თავისი კაბინეტიდან და იმ კაბინეტში შევა ირაკლი კუპრაძე, ეს პროექტი არ აშენდება და აქ დაბრუნდება სპორტის აკადემია. ამის პირობას ვიძლევით ყველა თბილისელის წინაშე“,

(R)

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved