• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე: რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! ბოდვებს თავი დაანებოს

ალია ავტორი - ალია
12:19 11-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

მახნოს დრო ხომ არ არის და ბოლშევიკების?! რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! – გაიმართლოს თავი სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილმა, – ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ მისი გათავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნას.

მისივე თქმით, სააკაშვილი ეფექტური რეფორმატორი იყო, თუმცა, „ჯოჯოხეთური რაღაცები“ ჩაიდინა, რასაც არ ნანობს. ელისაშვილის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილს ისევე როგორც სხვას, საქართველოში სამართლის პოვნა გაუჭირდეს, თუმცა თუ არაფერი დაუშავებია, თავი სტრასბურგის სასამართლოში შეუძლია იმართლოს.

„ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტიო – აბსურდია, მახნოს დრო ხომ არ არის და ბოლშევიკების დრო?! გამომიხსენი ციხიდანო, ტროცკივით რომ გაიძახის. სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ მართლა ჩალით დახურული ჰგონია ქვეყანა? რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! რა უბედურებებს ლაპარაკობს. გაიმართლოს თავი, თუ არაფერი დაუშავებია, თუ მართლა ტელევიზიით უყურებდა ყველაფერს და გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და გელაშვილმა თავი იცემა, ქონება წაირთვა და პარლამენტიდან თვითონ გაიგდო თავი, ცამდე მართალი თუ არის და მამა აბრამის ბატკანი, გაიმართლოს თავი. მესმის, რომ ამ სასამართლოს მტერი ენდო, მურუსიძის სასამართლოში სააკაშვილი კი არა, ვერავინ იპოვის სამართალს, მეც მაინტერესებს მტკიცებულებები, ერთია მე რა ვიცი და ჩვენ რაც ვიცით და მეორეა მტკიცებულებები. რა კომიტეტი შექმენით და სახალხო რაზმი მოვარდეს, ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, სანამ სააკაშვილმა თავის ტყავზე არ იგრძნო როგორი სასამართლო შექმნა, მანამ არ ინანა და ამასაც გადაცდომა დაარქვა და არა დანაშაული.

„გუშინ გვაჩვენა, რომ არანაირი მეტამორფოზა მას არ განუცდია, სინანული არ აქვს იმ ჯოჯოხეთურ რაღაცებზე, რაც ჩადენილი აქვს. არავინ უარყოფს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი იყო, სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ბოდიში – სახელმწიფო ზვიად გამსახურდიამ ჩამოაყალიბა, ინსტიტუციურად ედუარდ შევარდნაძემ, ის იყო მოდერნიზატორი და ზედმეტად ნუ იბრალებს რაღაცებს – დავით აღმაშენებლობას. ძალიან ეფექტური რეფორმატორი იყო, მაგრამ ასევე ჩაიდინა ჯოჯოხეთური რაღაცები, ელემენტარული სინანული მაინც უნდა გქონდეს ამის გამო, როგორ კადრულობს სანდრო გირგვლიანის საკითხი არ არსებობდა და მოგონილია პიარულადო, ვანო მერაბიშვილს რომ აწმენდს ხელებს, ეს მისი ჩვეული წესია, რომ მეგის ქარდავას არ იცნობს, ახალაიები ორჯერ ჰყავს ნანახი და ტელევიზორიდან ვუყურებდი 7 ნოემბერსო, სირცხვილია რაც ილაპარაკა, შანსი ჰქონდა პოლიტიკურად გაცილებით ღირსეულად წარმდგარიყო, თურმე 7 ნოემბერს ქურდებმა გამოგვიყვანეს გარეთ და მთელი დღე იმიტომ მირტყამდა სააკაშვილის პოლიცია, რომ პატარკაციშვილი მინდოდა თურმე პრეზიდენტი გამხდარიყო, ის დასკვნაც ვერ გამოიტანა, რომ უსამართლობას არ ეგუებოდა ხალხი და აი, ამან გამოიყვანა და არა იმან, რომ პატარკაციშვილი მინდოდა ან დამირეკა ქურდმა მუსოიანმა და მითხრა გამოდიო – ეს დასკვნები ვერ გამოიტანა,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved