• რეკლამა
  • კონტაქტი
13:59, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ALDE: ვგმობთ ზურა ჯაფარიძის დაკავებას, მოვუწოდებთ “ოცნების“ მთავრობას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს

ალია ავტორი - ალია
00:03 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება (Liberal International) კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის დაკავებას გმობს და აცხადებს, რომ “მისი დაკავება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეშინია განგრძობადი პროტესტის და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის. “

ALDE მოუწოდებს “ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ზურაბ ჯაფარიძე, მოუხსნას მას ბრალდებები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჩვენი წევრი პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერის, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის დღევანდელ დაპატიმრებას და სხვა პოლიტიკოსების მიმართ დაპატიმრებების მუქარას.

მოჩვენებით სასამართლო პროცესზე, დახურულ სხდომაზე, რომელზეც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ დასწრების უფლება და რომელზეც მხოლოდ ქართული ოცნების მიერ კონტროლირებად სახელმწიფო მაუწყებელს მიეცა გადაღების უფლება – ასეთ პირობებში გამოცხადდა განაჩენი პოპულარული ლიბერალი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული კომისიის წინააღმდეგ მამაცურად დგომის გამო, რომლის მიზანიც არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოშლა.

საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების მუდმივი ეროზია სამწუხაროა. ჩვენ განვიხილავთ ამ უკანასკნელ ნაბიჯს, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ეშინია განგრძობადი პროტესტის და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის. მოვუწოდებთ ქართული ოცნების მთავრობას, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ზურაბ ჯაფარიძე, მოუხსნას მას ბრალდებები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს.

ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფისა და რუსეთის გავლენის უარყოფისთვის, რაც გამოიხატა თბილისის ქუჩებში 176 დღის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს. 

 საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ამ გზაზე მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა”, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved