ალბერტ აინშტაინის წერილი, E=mc2 ფორმულით, 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.
აინშტაინის ხელით დაწერილი ფორმულა სამჯერ ძვირად გაიყიდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. აუქციონზე ფორმულის გაყიდვას 400,00 დოლარად ვარაუდობდნენ.
„ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, როგორც ჰოლოგრაფიის, ისე ფიზიკისთვის“, – აცხადებს RR აუქციონის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ფორმულა პირველად სამეცნიერო გაზეთში, 1905 წელს გამოქვეყნდა. გამოთვლა მასის და ენერგიის ცვალებადობას/თანაფარდობას აღნიშნავს.
აუქციონი 13 მაისს დაიწყო და ხუთშაბათს დასრულდა.
კომენტარები