• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ალბათ, თავს იმართლებს ბიძინა ივანიშვილთან“ – რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა ნიკა გვარამია – რას ამბობს ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
21:22 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,204

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, რატომ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვრამია, რა მოხდა, რატომ შეიცვალა უცებ პოზიცია?

– დილით სტოკჰოლმში, ევროპის საქმეთა კომიტეტების შეხვედრაზე  გაკეთდა  დახურული მოხსენებები, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ევროკომისიის რეკომენდაციის 12 პუნქტის შესრულება და საღამოს პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკა გვრამია. ეს ძალიან ნიშანდონლივია.  სტოკჰოლმში  ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ 12 პუნქტიდან ჯერჯერობით, მხოლოს 3 პუნქტია სრულად  შესრულებული და 1 ნაწილობრივ. თუ ასე გაგრძელდება და  დეკემბრამდე  არ შესრულდება დარჩენილი პუნქტები, ევროკავშირის სტატუსს ვერ მიიღებთო. ხაზგასმული იყო, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი კვლავ რჩებიან 12 პუნქტის მოთხოვნებში და თუ  ეს მოთხოვნები არ შესრულდება, დანარჩენი პუნქტები არ ჩაითვლება შესრულებულადო.  იცით, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს საუკეთესო მომენტი გამოიყენონ ქვეყნის ინტერესებისთვის. შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც  უფრო ადრე უნდა მიეღო. ეს იყო შედეგი იმ ზეწოლისა, რომელსაც პირდაპირი ფორმით ანხორციელებენ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები და აუცილებელია პოლარიცაზიის ხარისხის შემსუბუქება. მით უმეტეს, მედიასაშუალების ხელმძღვანელი იყო  პოლიტიკური ნიშნით  დაჭერილი და თან, რა დანაშაულის გამოც დაიჭირეს, საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებდა, არ შევიწყალებ გვარამიასო, მაგრამ ზურაბიშვილი არ არის ის პერსონა, რომელსაც შეუძლია გააჩეროს ან წინ წაიყვანოს ევროკავშირის სტატუსის ჩვენთვის მონიჭების პროცესი, ის ამ პროცესში არის ერთ–ერთი მექანიზმი. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში პირდაპირ, შესაძლოა, ულტიმატუმის სახითაც ეუბნებოდნენ, რომ შენს  მთავრობას ნუ აბრალებ ყველაფერს, შენ რაც შეგიძლია გააკეთე ამ 12 პუნტის შესასრულებლად,  როგორც პრეზიდენტს, რა ბერკეტებიც გაქვს გამოიყენეო. შეწყლების დისკრეციული უფლება ხომ გაქვს? შეიწყალე პოლიტპატიმრები და საქმით დაგვანახე, რომ შენ გინდა საქართველოს ევროკავშირის  წევრობაო. სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაანახა სამყაროს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ უნდა  ევროკანდიდატის სტატუსი, მე სარისკო და საჭირო ნაბიჯს ვდგამ  და ჩათვლეთ, რომ კიდევ ერთი რეკომენდაცია შესრულდა იმ 12 რეკომენდაციიდანო.

– თქვენ ფიქრობთ, რომ სალომე  ზურაბიშვილი გადაახტა ბიძინა ივანიშვილს, გადალახა „წითელი ხაზები“?

– სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, თავს იმართლებს ბიძინა ივანიშვილთან, რომ სხვა გზა არ იყო, ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ საქართველო არ მოხვდეს სანქციების ქვეშ.

– ხელისუფლების მომხრეები ვერ არიან ხასიათზე. რა შეიძლება მოჰყვეს ევროპის მომხრე საზოგადოებასა და ხელისუფლების მომხრეთა შესაძალო დაპირისპირებას გვარამიას შეწყალების გამო?

– შეიძლება მცირე შეხლა–შემოხლა იყოს–ლანძღვა–გინება, სალომესაც მიუვარდებიან რეზიდენციაასთან და მის გადადგომას მოიხოვენ. სულ ეს იქნება, სხვას და ვითარების გამწვავებას არ ველოდები. ზოგიერები აქამდეც ითხოვდნენ და დღესაც  მოითხოვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაგრამ იმდენიც არ იციან, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის 2/3  სჭირეება  ანუ 100  დეპუტატის ხმა.“ქარულ ოცნებას“ კი, თავისი სატელიტი პარტიებიანად  არ ჰყავს 100  დეპუტატი. ესეც არ იციან და მაინც დაჟინებით ითხოვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

 

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved