• რეკლამა
  • კონტაქტი
09:34, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აბასთუმანი ტუბერკულოზს არ კურნავს“

ალია ავტორი - ალია
16:53 07-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში თავისი ერთ-ერთი პოსტის შესახებ განმარტებას აკეთებს და წერს:

„რამდენიმე ხნის წინ ჩემს მიერ დადებულმა პოსტმა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა „ჰაერის მონაცვლეობის“ აუცილებლობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის მითია, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ბევრისგან რისხვა დავიმსახურე. ბრალი დამედო წინაპართა შეურაცხყოფაში. იყო ამ შინაარსის საყვედურები: „როგორ, ჩვენმა წინაპრებმა უკეთესად არ იცოდნენ, რომელი ჰაერია უკეთესი და რისი განკურნება შეუძლია?“ მე შეურაცხყოფა ის უფრო მგონია, პროგრესზე და კვლევებზე უარი ვთქვათ და როგორც ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, შელოცვებით ვუმკურნალოთ (ესეც ხომ საუკუნეების მანძილზე აპრობირებული მეთოდი იყო), ან რატომ ვცრით ბავშვებს, „მობრძანდნენ ბატონები, მოვეფეროთ და გავისტუმროთ“. ბევრს დღემდე სჯერა, რომ მინერალური წყლებით “ამორეცხვები კუჭ-ნაწლავს წმენდს.”
მითების ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. თუმცა, მითებთან ბრძოლის მოტივაცია კი გამიჩინა ჩემი პოსტის გამოხმაურებებმა.
ზოგიერთებმა პოსტის შინაარსი არასწორად გაიგეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მკაფიოდ ეწერა პოსტშიც, გავიმეორებ, რომ სუფთა, გამონაბოლქვისგან თავისუფალი ჰაერი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. აქვე ისევ მყარად ვიტყვი, რომ ამ სუფთა ჰაერს ადამიანი სად სუნთქავს – ბოდბეში, ხიდისთავში, ნატანებში, კორბოულში, ბარალეთში, ომალოში, ბაკურიანში, სვირში, ბახმაროში, წითელგორაში, წრომში თუ რა ვიცი, უამრავ სხვა ულამაზესი ბუნების მქონე სოფელში, ეს ნამდვილად სულერთია და ყველა შემთხვევაში სასარგებლოა. ასევე არავის დაუდგენია, რომ გინდა თუ არა ეს სუფთა ჰაერი 21 დღე უნდა ისუნთქო. რატომ, 25 ან 30 დღე რომ ისუნთქო, სუფთა ჰაერის ნორმას გადააჭარბებ?
ალბათ ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის კალაშნიკოვს დამიმიზნებენ, მაგრამ აბასთუმანი, ასევ ულამაზესი ბუნებით და საოცრად სუფთა ჰაერით, ტუბერკულოზს არ კურნავს. ვისაც ეს სჯერა, ის მაინც სვამს ანტიტუბერკულოზურ მედიკამენტებს და სწორედ ეს მედიკამენტები კურნავს და არა ჰაერი. აბასთუმანში დასვენებას რა ჯობია, მაგრამ ტუბერკულოზისგან ისინიც ზუსტად ისევე იკურნებიან, ვინც თავის ცხოვრებაში აბასთუმანში არ ყოფილა.
კურორტების თემაზე ადამიანებისგან ბუნებრივი რეაქცია იყო, რადგან ბევრისთვის ეს ცნობილი კურორტები იმდენად მყარად არის ასოცირებული ზოგი დაავადების „განკურნებასთან“, რომ ამ სტერეოტიპის შეცვლა ალბათ დიდხანს შეუძლებელი იქნება. ჩემგან ამის მცდელობა არც იყო. პოსტის იდეა სულ სხვაა და საბედნიეროდ, ბევრმა სწორად გაიგო, რისთვისაც დიდი მადლობა.
მე სხვა რამემ უფრო დამაფიქრა, მეხმაურებოდნენ ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად მედავებოდნენ იმაზე, რომ სამეცნიერო კვლევები საჭირო არ არის და „მშობელმა უკეთ იცის ბავშვს რა ჭირდება“, რომ მე, უცოდინარმა, არ ვიცი, რომ კურორტოლოგია მეცნიერებაა და ეს მეცნიერება ამტკიცებს, რომ მაგალითად, „ბრონქების განკურნება ზოგიერთი კურორტის ჰაერით არის შესაძლებელი“ და რა თქმა უნდა, როდესაც ვთხოვდი, შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებები გაეზიარებინათ, ამას არ/ვერ აკეთებდნენ. ამ ლოგიკით მედიკამენტების კვლევებიც საერთოდ არ ყოფილა საჭირო, თუ ადამიანებმა უკეთ იციან, რა „მოუხდებათ“. ზუსტად ასე მსჯელობენ ექიმბაშები და ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.
მოკლედ, სამედიცინო მითები ჩვენს ირგვლივ უამრავია. უბრალოდ, მთავარია, ამ მითებმა ადამიანებს ცხოვრება არ გაურთულოს და ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე დამაზიანებელი გავლება არ იქონიოს (თუმცა ასეც ხდება ხოლმე). ამიტომ კარგია, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა ხშირად წერს ამ მითების შესახებ. მეც შევეცდები ეს თემა გავაგრძელო.“

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved