• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, შაბათი, 18 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ალასანიას ვერ ინელებენ მაინცდამაინც და ისიც ვიცი, რატომ…“ – რას იხსენებს ქეთევან ენუქიძე

ალია ავტორი - ალია
14:54 06-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
624

„შეაჩერე კორუფციის“ თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ისადა, ჩემო იმანო…
8 წლის წინ წავიდა ალასანია პოლიტიკიდან…
ვინც მაშინ ბიძინასთან იყო, ლამის ყველა ტელევიზიებში ათენ-აღამებს და ზოგი ვის უკანალს ლოკავს, ზოგი – ვისას…
სულ უკაცრავად ფინთი სიტყვებისთვის…
არც სახელებს ჩამოვთვლი გამოწვლ’ილვით…
არადა, უცბაშად გამახსენდა 2019 წელს ბესელიას კომიტეტის კანონპროექტი, ხელოვნება რომ უნდა დაეცენზურებინათ…
ქურდებთან მიმართვიანობის კანონს რომ აპროტესტებდნენ, რასაც განხეთქილება მოჰყვა კომიტეტში, ეგეც კარგად მახსოვს…
დღეს რომ ოპოზიციონერია, გედი გოფხაძე, ეგეც მაგ გაუგებრობაში მოჰყვა მაშინ…
ზოგადად, გაუგებრობაა მისი პოლიტიკაში ყოფნა, ჩემი აზრით.
თინა ხიდაშელს ალასანიას ხსენების გარეშე ეთერი არ ჰქონია იმ წლებში…
უჰ!
სულ კადრებად მიტივტივებს ყველა ციმციმა და ლივლივა სახე!
ალასანიას ვერ ინელებენ მაინცდამაინც და ისიც ვიცი, რატომ…
ფეხებში რომ არ ჩაუგორდა დღევანდელ, ღრმადპროვინციული ყაიდის ოპოზიციას…
ხოდა, არ ჩაუვარდებოდა არასდროს…
ორ “ცოდვას” უხსენებენ დღემდე:
1. რაფალიანცის ამბავს, რომლის შემოქმედი მანანა ბერიკაშვილი ყველას დაავიწყდა და ვერ ან არ უნდათ გაიგონ, რომ თბილისიდან ზუგდიდში მიმავალი გზიდან მიაბრუნეს კახეთისკენ.
არჩევნების წინა ღამეს კანდიდატებს შეკრება ჰქონდათ.
იქნებ, სულაც, პერსონალურად გაუჩალიჩეს?
საფრანგეთის ელჩი ბიძინასთან, ხოლო აშშ-ს ელჩი ზუგდიდში იყო იმ დღეებში (ეხლა ყველა ლოხი ბრძნად რომ იქცა და ღაღადებს – მე ვიცოდი ჩემი მასტერკა ტვინით ქოცის რუსობა და ეგ როგორ ვერ მიხვდაო?)
მერე კი იმ ღარიბაშვილმა არ გამოიძია საქმე, რომელსაც ამ ოპოთაგან 80% ბოლო დრომდე ტაშს უკრავდა!
2. კალანდაძის აყვანას. არადა, როდის იყო, მინისტრები აკავებდნენ გენერლებს?
ვერც კი ხვდებიან, რომ ეს ამ კალანდაძის (რომლის გენერლობის ამბავი ძალიან მაინტერესებს, სხვათა შორის) ღირსების შენარჩუნებისთვის მოხდა, ვინმე შნირებს რომ არ დაეპატიმრებინათ…
ანტისარაკეტო დანადგარებისთვის რომ მოხსნეს, ეგ არ ახსოვთ მარტო!
ხიდაშელი რომ ამბობდა, უკეთესი პროექტი გვაქვსო, რომელი იყო ეგ უკეთესი?
ხოდა, ძალიან მინდა, რომ გაჩუმდეთ ყველა!
საკუთარ ქოცებს მიხედეთ ჯერ, თბილ ლოგინში რომ ჩაიწვინეთ!
რომ იცოდეთ, როგორ ველოდები ოპოზიციის გამარჯვებას და როგორი გულდასმით ვაგროვებ მასალას, მერე ყველა ამბავი რომ გამოვაშანშალო!
ყველა!
ერთადერთი, რის გამოც მე ესენი მჭირდება, დასავლური კურსია, თორემ, დანარჩენი – შეწვი/მოხრაკე!
პ.ს. ნებისმიერს, ვინც აქ ირაკლის გალანძღვას შეეცდება, წავშლი მეგობრებიდან!
ნებისმიერს!
პასუხის გარეშე!
ძალიან მომაბეზრეთ თავი თქვენი ჩაჯმული და ერთუჯრედიანი ლიდერებით და ლიდერკებით!
ტაქტი დაიცავით!
რაკი მე არავის ვტენი ცხვირში მათი ფავორიტების ცოდვებს, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიცი, ან მარტო მე ვიცი!
ან არ ვიტყვი, როცა დრო მოვა!
და, როგორც ქოცებმა ვერ მომიგეს ვერც ერთი პროცესი, ისე ვერ მომიგებს ვერავინ, თუ ცილისწამებად გასაღებას შეეცდებიან!“
თეგები: ირაკლი ალასანიაქეთევან ენუქიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved