• რეკლამა
  • კონტაქტი
01:55, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აკრძალვის მიუხედავად, ღონისძიებების ჩატარებას გავარძელებთ – კლუბები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ალია ავტორი - ალია
14:03 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, ღამის კლუბები ღონისძიებების ჩატარებას გაარძელებენ.

“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კვლავ არ გვაძლევს საქმიანობის უფლებას, საქართველოში არსებული ყველა კლუბის წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება – ვაგრძელებთ საკლუბო ღამეების ჩატარებას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით ვაგრძელებთ, რომლის შემუშავებაზეც უამრავი დრო და რესურსი დაიხარჯა და რომელიც აღიარებულია თავად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

25 დეკემბერს, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ პრობლემის მოგვარებით. გაიმართა შესაბამისი შეხვედრაც მთავრობის კანცელარიაში. სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მიერ საკლუბო სივრცეების გახსნის წინაპირობად წარმოდგენილი იყო შემდეგი შეთავაზება: 31 დეკემბრიდან 14 იანვრამდე საკლუბო სივრცეებში ჩატარდეს 6 სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც, ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარების მოსალოდნელი დამძიმების გამო, კვლავ გაურკვეველი ვადით შევწყვიტოთ მუშაობა, რა შემთხვევაშიც თებერვლის თვეში ანაზღაურდება წვეულებების გაუქმებით მოყენებული ზარალი; საკლუბო სივრცეებში უნდა დავუშვათ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები, რომლის საფასურის გადახდაც თავად სტუმარს ეკისრება. ხოლო რა პირობებით მოხდება დასაქმებული პირების დასწრება ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ჩვენი აზრით, იმის პარალელურად, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით თავად ხელისუფლების მიერ იმართება მრავალათასიანი საახალწლო კონცერტები და შეკრებები, ეს შეთავაზება უსამართლო და დისკრიმინაციულია და ამასთანავე, შეუსაბამოა კვლევებზე დაფუძნებულ პროტოკოლთან, რადგან არ ემსახურება უსაფრთხო სივრცის კონცეფციას და არ ისახავს მიზნად ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობას.

ხელისუფლებას თავისი გადაწყვეტილების მოტივად მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა ქვეყნაში საკლუბო სივრცეების დახურვა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ ქვეყნებში, ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო არამხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა სივრცეებს, არტისტებსა და დასაქმებულ ადამიანებს, არამედ უსაფრთხოების პროტოკოლის საფუძველზე საქმიანობის საშუალებაც ჰქონდათ.

ჩვენ 22 თვის განმავლობაში ა რ ც ე რ თ ხ ე ლ მოგვცემია ჩვენი სივრცეების გახსნის უფლება. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყანაში ომიკრონის შტამის რეკორდული გავრცელების გამო დახურვის გადაწყვეტილება შეეხო არამხოლოდ კლუბებს, არამედ თანაბრად ყველა ხალხმრავალ სივრცეებსა და ღონისძიებებს, საახალწლო კონცერტების ჩათვლით.

გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენი მიზანია არა უბრალოდ საკლუბო სივრცეების გახსნა, არამედ მისი გახსნა უსაფრთხოდ – შესაბამისად, შემხვედრი წინადადების სახით ჩამოვაყალიბეთ ჩვენეული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს სივრცეებისთვის საქმიანობის დაშვება. საერთო შეთანხმებამდე, კლუბები ვაგრძელებთ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით წვეულებების გამართვას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, მზად ვართ კიდევ უფრო გავამკაცროთ კარის პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, კლუბების მიმართ შესაძლო სადამსჯელო ღონისძიებები აღქმული იქნება, როგორც ხელისუფლების მიერ გამოხატული კიდევ ერთი მტრული და დისკრიმინაციული ნაბიჯი, რაც უპირობოდ გახდება პროტესტის საფუძველი. ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ სახელმწიფო სამართლიან, ჩვენი სფეროს ინტერესებსა და საზოგადოების ჯანმრთელობის იდეაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს,”
 – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved