ალეკო ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მანამდე, სასამართლო პროცესზე ახვლედიანმა განაცხადა:
„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში. სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია”
კომენტარები