• რეკლამა
  • კონტაქტი
19:23, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახვლედიანი რიჟვაძეზე: თვალზე ოპერაციისთვის წავიდნენ გერმანიაში, საცხოვრებლად არავინ გადასულა

ალია ავტორი - ალია
11:46 11-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა ამბობს, რომ ის თვალზე ოპერაციის გასაკეთებლად არის წასული და საცხოვრებლად არ გადასულა.

რაც შეეხება თავშესაფრის მიღებას, TV პირველთან საუბრისას ის ამბობს, რომ “[თავშესაფართან დაკავშირებით] მსგავსი არაფერი სმენია”.

“თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში, საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემაა ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე და ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში”, – ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა თორნიკე რიჟვაძე ქვეყანაში დაბრუნებას და ჩვენების მიცემას, ის ასე პასუხობს:

“რა თქმა უნდა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს, რა პრობლემაა”, – ამბობს ალექსი ახვლედიანი.

აჭარა თაიმსმა გუშინ, 16 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში გადავიდა.

თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. აღნიშნულ დღეს ის სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის გამო კლინიკაში მოხვდა. მომხდარიდან მეორე დღეს თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, სადაც სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, მის ტანსაცმელში ნაპოვნი წერილი თავად თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის, სადაც ის შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს.

ამავე საქმეზე ბრალდებულია მისი მეგობარი, ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც ინციდენტი მოხდა. გამოძიების მიხედვით, სწორედ მისი იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიჭრა ყოფილი მაღალჩინოსანი. ახვლედიანს იარაღის შენახვის წესების დარღვევაში ედება ბრალი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved