• რეკლამა
  • კონტაქტი
13:08, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახვლედიანი არ მიიჩნევს, რომ იარაღი დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული“ – ლალი აფციაური

ალია ავტორი - ალია
17:17 07-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

ალექსანდრე ახვლედიანი ბრალს არ აღიარებს – “ქართული ოცნების”  მაღლჩინოსანი, რომლის სახლშიც გამოძიების ვერსიით,  თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, ამბობს რომ “გლოკის” ტიპის იარაღის შენახვის წესები სრულად დაცული ჰქონდა. ამის შესახებ ადვოკატმა, ლელა აფციაურმა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, უფრო მეტის თქმას ახვლედიანი სასამართლო პროცესზე აპირებს, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

სხდომის დაწყებამდე კი ირკვევა, რომ საქმეში ვიდეო კადრებიც დევს, სადაც ადვოკატის თქმით, ჩანს, როგორ შედის თორნიკე რიჟვაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სახლში მდებარე ფანჩატურში და როგორ იღებს იქიდან იარაღს.

ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შემინულია და იკეტება კარი. ეს ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანწერები და ალბათ გასაჯაროვდება და ნახავთ თქვენი თვალით. კამერები აქვს ამორებული გამოძებას, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად რეალურად, იმას, რასაც მე თქვენ გიყვებით.  იარაღს ინახავდა სპეციალურ ქსეიში, ვიემორებ კიდევ ერთხელ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს ახლა სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში. არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ამას ნახავთ კამერებში. შეიძლება, იქ მანამდე იყვნენ სტუმრები, ეს მე არ ვიცი. დიახ, ჩანს კადრებში, როგორ მიდის თორნიკე რიჟვაძე, როგორ გამოაქვს იარაღი”, – ამბობს ლალი აფციაური.  

“პირველებმა” ადვოკატს ჰკითხა, ხომ არ სთხოვა თორნიკე რიჟვაძემ ალექსანდრე ახვლედიანს “ოცნებასთან” “საქმის დალაგება” და სწორედ ამ მოტივით ხომ არ იმყოფებოდა მასთან სახლში, რაზეც ლალი აფციაურმა თქვა, რომ „მან ამის შესახებ არაფერი იცის”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved