• რეკლამა
  • კონტაქტი
09:48, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ახლა ვნახოთ, რა განსხვავებაა პრობლემების მოგვარების სერბულ და ქართულ მიდგომებს შორის” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:51 10-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

,,სერბეთში ფაქტობრივად ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა. მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ სტუდენტებმა ხელში აიღეს ძალაუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავად გახდებიან დეპუტატები და მინისტრები. მათ შეარჩიეს ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა უნდა მართონ.

სტუდენტების მიერ შედგენილ საპარლამენტო სიაში 250 ადამიანია. მათგან 170 მეცნიერებათა კანდიდატია. სია ძირითადად პროფესორ-მასწავლებლებისგან შედგება. ეს ადამიანები სტუდენტებს თანაუგრძნობდნენ და მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. პრემიერ-მინისტრი კი ექიმი კარდიოლოგი გახდება. ის აქციების დროს ცრემლსადენი გაზით მოწამლულებს ეხმარებოდა და თავადაც მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში.

ახლა ვნახოთ, რა განსხვავებაა პრობლემების მოგვარების სერბულ და ქართულ მიდგომებს შორის.

როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტს აუქმებდნენ, ქართველმა პროფესორებმა ხელისუფლების არგაღიზიანების გზა აირჩიეს. მათ ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართეს. მიმართვა ისე შეადგინეს, თითქოს განათლების სისტემის დეგრადაციაში თავად ივანიშვილს ბრალი არ მიუძღოდა და ყველაფერი მის დაუკითხავად მოქმედი ხელქვეითების ბრალი იყო.

ამ მიმართვამ შედეგი გამოიღო: ორი უნივერსიტეტი არ გაერთიანდა. სამაგიეროდ, ილიას უნივერსიტეტი გაანადგურეს. განათლების სისტემა კი კვლავ ისეთივე დეგრადირებული დარჩა, როგორიც მანამდე იყო.

სერბული მაგალითი ერთ რამეს გვასწავლის: შეუძლებელი არაფერია, თუ მოინდომებ და მოქმედებას დაიწყებ.

როდესაც მამებს აღარ შეუძლიათ, საქმეს შვილები აკეთებენ. ესეც სერბეთის გამოცდილებაა.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved