„სამართალდამცველთა რეფორმების“ ცენტრის დამფუძნებელი ზვიად კუპრავა, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის თხოვნით პოსტს ავრცელებს.
„ახლა ვესაუბრე მალხაზ მაჩალიკაშვილს.
მთხოვა, რომ მისი სახელით გავავრცელო განცხადება, რადგან მას ფბ დაბლოკილი აქვს.
1. მას მიაჩნია, რომ ეს არის დასაწყისი. რომელსაც ექნება გაგრძელება და თემირლანის საქმე აუცილებლად მივა ბოლოდე.
2. გოგაშვილმა მთავარი სასჯელი უნდა მოიხადოს სწორედ თემირლანის საქმეზე და არა რაიმე შეთითხნილი მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებით.
მისი განწყობა არის შესაბამისი. არ ამოძრავებს შურისძიება, ის ითხოვს სამართლიანობის აღდგენას.














კომენტარები