ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს. ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
“ზუგდიდში ჩვენი გუნდის წარმომადგენელი იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ.
ახლა ველოდები ბრიფინგს ოცნებაში, მერე სააკაშვილის ფბ სტატუსს და მერე სააკაშვილის სტატუსის მტკიცებულებად მოყვანას ოცნების მხრიდან
რამე მაინც შეცვალეთ, ეს მოგვბეზრდა” – წერს ანა ბუჩუკური.
კომენტარები