საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაზე ფეისბუქზე წერს:
“ამ სანქციებს რუსეთთან მარტო ცალი მხარე არა აქვს, აგერ ჩემი მეზობელი პასკალა და მისნაირი მცირე და საშუალო მეწარმეები ყველაზე დაზარალებულები გამოვიდნენ.. კაი ბატონო სუპერგიგანტი ფირმები იპოვნიან გასაღების ბაზრებს მაგრამ, ამათმა რა ქნან, მთელი თავიანთი პროდუქცია რუსეთზე და უკრაინაზე რომ ქონდათ აწყობილი, ერთგან ომია, მეორეგან სანქციები.. ახლა შემხვდა ორი წუთის წინ პასკალა და ტირის კაცი, ორ კვირაში გავნადგურდიო.
პუტინის დედას და მის მოკეთეს დაეცა მეხი (ძალიან რბილად ვთქვი)!”
კომენტარები