• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა საჭიროა ხალხის მობილიზაცია, მოვითხოვოთ გაყალბებული არჩევნების გაუქმება” – ჯონი გიგანი

ალია ავტორი - ალია
15:04 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

„ოპოზიციას ოლიგარქმა პოლიტიკური „საკენკი“ გადმოუგდო! ამას აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური „ტემპერატურა“ დააგდოს! დიდ ქალაქებში მეორე ტურის დანიშვნა ამაზე მეტყველებს! ამ „საკენკს“ არ უნდა შეეგუოს ოპოზიცია,“- წერს სოციალურ ქსელში „სააკაშვილის მხარდამჭერი საერთო სახალხო მოძრაობის“ დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის მეუღლე, ბიზნესმენი ჯონი გიგანი.

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ეს სცენარი საქართველოში ერთხელ უკვე გათამაშდა. სიტუაციიდან გამოსავალს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო გაერთიანებაში ხედავს.

„ეს „სცენარი“ უკვე გავიარეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს! გადამწყვეტ ტურებში როგორ ფიქრობთ ივანიშვილის ფული ვერ იყიდის 20 ქალაქს?!
ჩემი აზრით, ახლა ნიჰილიზმი არ არის ჩვენი პრობლემა, ვინაიდან ის ლიდერი, რომელიც ასეთ „საკენკებს“ არ იღებს ციხეში ჰყავს გამოკეტილი უკანონო სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანიშვილს.
ახლა დანარჩენი ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკურ თაღლითს- ივანიშვილს მარიონეტად ჰყავს გადაქცეული. დროა არ მიიღონ ეს პოლიტიკური მდარე „საკენკი!“
დღის წესრიგში დგება დროული საერთო გაერთიანება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ. მიშას დაბრუნებამ ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა საქართველოში.

ერთი რამ შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ იგივე გაყალბებით, უფრო უტიფარი გაყალბებით დაწერენ ჩვენს წაგებას. ამის ოსტატი ივანიშვილია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მისი მიზანია ჩაგვითრიოს მეორე ტურებში, ახალი გაყალბებული მანიპულაციებისთვის…
ივანიშვილის ამ მზაკვრობის ამოხსნას დიდი ჭკუა არ სჭირდება!
ჩვენ რეალურად უნდა შევაფასოთ შექმნილი მდგომარეობა.

ახლა დავსვათ კითხვა- რა ქნას ხალხმა?!
ისევ დაელოდოს ხალხი ივანიშვილის ახალი „გადაგდების ტრუიკებს?!“
ვინც ამას „ჭამს“ ამ ბრიყვული და თაღლითური ილეთებით გაიარეთ ტალახში! რეალობა კი ერთია,- წინ არის ახალი, ბინძური „გადაგდება!“- წერს ჯონი გიგანი.

ბიზნესმენის გაღიზიანებას იწვევს იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზებას სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირებს.

„სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა ზოგიერთი ოპოზიციონერის კომენტარი, რომ თითქოს სააკაშვილის ჩამოსვლამ „ოცნების“ მობილიზაციას შეუწყო ხელი;
მე კი პირიქით ვიტყოდი- მიშას ჩამოსვლამ ოპოზიციურ ამომრჩეველს გაუკეთა უპრეცედენტო მობილიზაცია! საზოგადოებაში ცვლილებების იმედი გააჩინა და ის ადამიანებიც გამოიყვანა არჩევნებზე, ვისაც ეს გეგმაში არ ჰქონდა!

ამიტომაც ამ ტოტალურ გაყალბებაშიც დაიდო გარკვეული შედეგი. მაგრამ რატომღაც რეფერენდუმად წოდებული 43 პროცენტი უკვე არავის არ ახსოვს და დროებით ვითომ მოგებულით ვართ კმაყოფილები, რასაც მეორე ტურშიც გაგვიყალბებს ივანიშვილი…

ახლა საჭიროა ხალხის მობილიზაცია; მოვითხოვოთ საარჩევნო სისტემის შეცვლა, გაყალბებული არჩევნების გაუქმება!
ჩვენი პრინციპული და მტკიცე მოთხოვნაა სასწრაფოდ გათავისუფლდეს
უზურპატორ ივანიშვილის ტყვე-საქართველოს მესამე პრეზიდენტი!“- ნათქვამია ჯონი გიგანის ფეისბუქ პოსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved