• რეკლამა
  • კონტაქტი
15:18, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდებით” – ზურაბიშვილი აშშ–ის საელჩოში

ალია ავტორი - ალია
20:46 06-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
852

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა და ამერიკელებს მიმართა.

„მინდა ყველას აშშ-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოგილოცოთ. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ასე არ ჩანს, ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ აშშ ჩვენი დამოუკიდებლობიდან 30 წელზე მეტია, ჩვენს გვერდით დგას როგორც მეგობარი. იმ მომენტებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, რთული იყო, მაგრამ აშშ ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო. იგი ჩვენს გვერდით იყო სახელმწიფოს მშენებლობის ამ ძალიან გრძელ მარშში, რომელიც არავინ იცის, როდის დასრულდება. ეს პროცესია, მაგრამ ამ სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენ დახმარება გვაქვს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისას…

ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდებით თქვენ [აშშ] და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება. გვჭირდებით, რათა ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რომელიც ხელთ არის, აქ არის, ჯერ წევრობა არ არის, მაგრამ ძალიან არსებითი ნაბიჯია მანამდე, რომელიც ჩვენამდე უკრაინის მეშვეობით მოვიდა, უკრაინის იმ დაუჯერებელი ბრძოლის გამო მოვიდა. მაგრამ ჩვენ ასევე გასაკეთებელი გვაქვს საქმე და ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება ამ პოლიტიკურ მომენტში.

თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რათა ნატო-ში ინტეგრაციაში წინ წაგვწიოთ, რათა უსაფრთხოების მეტი გარანტიები მივიღოთ, რათა მივიღოთ გზა, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად უზრუნველყოფილია და აღარ არის საფრთხის ქვეშ… თქვენი იმედი უნდა გვქონდეს დღეს, როგორც არასდროს, როდესაც მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამ აგრესიას უმკლავდება. იმედი გვაქვს, რომ რუსული იმპერიალიზმის რუსეთის ეს ახალი მანიფესტაცია ოდესმე წარსულში დარჩება, მაგრამ ახლა აქ არის და ისეთივე აქტიურია. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირებაში, მათ მცდელობაში განავითარონ არახალი „რბილი პოლიტიკა,” როდესაც დასავლურ ღირებულებს თავს ესხმიან, რასაც ვხედავთ, რომ აქ, ამ ქვეყანაში ვითარდება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. [ipn.ge]

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved