საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაური „ქრონიკას“ ნაციონალური მოძრაობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი ნებისმიერ ფასად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნაა.
„მათ სრულიად უჭირთ იმ სამართლიანი რეალობის მიღება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შედეგად აქვს სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობენ. ახლა მოიგონეს, რომ თურმე მისი ჯანმრთელობა ვერ იქნება აღდგენილი სრულად, თუ იგი არ იქნება რომელიმე კუნძულზე დასასვენებლად გამგზავრებული. ეს არის უაღრესად კომიკური და სასაცილო“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
კომენტარები