• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა იცინეთ და იღლიცინეთ, ეძებეთ საკუთარი თავები, სქრინეთ და დებილები ეძახეთ სუსს… თბილ ნეხვში ჯდომა გაგვიტკბა” – პატარაია

ალია ავტორი - ალია
14:53 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

“საქართველოში სახელმწიფო საიდუმლო თურმე არც არსებობს. ერთი საწყალი პროვინცია ვართ. ვერც იმას მივაღწიეთ, რომ სახელმწიფო და უსაფრთხოების სამსახური გვქოდნეს სერიოზული და საქმიანი და ვერც იმას შევეგუეთ, რომ ადამიანებს სექსი აქვთ, რაც უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს ყველა წესითა და რიგით. ცხვირი პირბადეში ვერ ჩაგვიყვია, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში კი აქტიურად ვიქექებით.

შეგვიძლია ვიცხოვროთ ასე – უკიდურეს სიღარიბეში, რუსეთის შორეულ პროვინციაში, სადაც სექსი აკრძალულია, თუმცა, მაინც ყველას აქვს და ერთადერთია, რასაც მალავენ.

ყველას უკანონოდ გვისმენენ და აბსოლუტურად დაუცველია ეს მათი უკანონოდ შეგროვებული ინფორმაცია. სამაგიეროდ, პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს ვახარჯავთ მილიონს, ოღონდ დევნის ფუნქცია არ აქვს და რასაც გამოიძიებს ჯახირით, პროკურატურა იმასაც თაროზე შემოდებს ხოლმე.

აი, ასეთი საცოდაობა გვაქვს სახელმწიფოს ნაცვლად. რუსეთმა კი უკვე დიდი ხანია დაგვიპყრო, დიდი ხანია ყველაფერი იცის, რაც სჭირდება და არ სჭირდება. რუსეთიც მიხვდა, რომ ფიზიკური დაპყრობა და ომი სულაც არაა საჭირო ისეთი ბანძი პროვინციის დასამორჩილებლად, როგორიც ჩვენ ვართ. ევროკავშირს ხომ ისედაც თავზე გადავახიეთ შარლ მიშელის დოკუმენტი.

ახლა იცინეთ და იღლიცინეთ, ეძებეთ საკუთარი თავები, სქრინეთ და დებილები ეძახეთ სუსს, რადგან მართლა სავსეა შეცდომებით ის უხარსხო დოსიეები. ღლიცინში გადავატაროთ ესეც. არჩევნებზე რუსეთუმე ბიძინა და მისი 41-ად დანომრილი ტიკინები ავირჩიოთ, რადგან თბილ ნეხვში ჯდომა გაგვიტკბა, ფულაობა, კორუფცია და ჩაწყობები ხხომ მოგვწონს?! წარმატების მისაღწევად, რომ ბიძინას და ოცნების ტრაკის ლოკვა კმარა და სწავლა და შრომა საჭირო არაა, ეგეც ხომ მოგვწონს?! რუსეთუმე მღვდლების ჭკუაზე სიარული ხომ გვირჩვენია საკუთარი ჭკუის ქონას?!

ხოდა, ვიცინოთ და ვიღლიცონოთ ამაზეც – ჩვენისთანა ბედნიერი არის განა სადმე ერი?!”

თეგები: ბაია პატარაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved