• რეკლამა
  • კონტაქტი
17:24, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა ეს გრიგალი 12 კვ ოთახშია გამომწყვდეული… ყველას შეგრცხვებათ, ვინც მის გამბედაობაში ეჭვი შეიტანეთ” – ეკა ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
18:52 10-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“ენმ’-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე:

სულ ვფიქრობ, ნეტა, რა განცდა ჰქონდა 8 წლის უნახავ სამშობლოში სულ მარტო რომ დაბორიალობდა…

რაც მოასწრო და ენატრებოდა, ყველაფერი ნახა…ერთი ამოსუნთქვით შთანთქა საცალფეხო ბილიკიც, მთაც,ზღვაც და ბარიც…ბედნიერებისგან ბრწყინავდა…აღარაფრად მიაჩნდა რისკები,რაც თავისუფლების დღეებს უმოკლებდა..ეს ნამდვილი სიგიჟე იყო…გრიგალივით გააპო დრო და მიზნამდე მაინც მივიდა..

როცა მის შიმშილობის დროს პატიმრობის დღიდან აღწერენ, სინამდვილეში უსამართლობაა. ბორკილების დადებამდე იყო ყველაზე დიდი მაგალითი ვაჟკაცობისა ამაზე წიგნებს აუცილებლად დაწერენ..

ახლა ეს გრიგალი 12 კვ ოთახშია გამომწყვდეული. ისეთი მშვიდია,როგორც არასდროს.. თავი მხნედ უჭირავს და თუ რამეზე არ სურს საუბარი, ეს მისი დასუსტებული ჯანმრთელობაა..

მხდალიაო, ამბობდნენ…როცა თავად გადაწყვეტს და მოგიყვებათ მის არ გაგონილ თავგადასავალს, ყველას შეგრცხვებათ, ვინც მის გამბედაობაში ეჭვი შეიტანეთ…

მართლა გიჟია…იდეალისტის სიგიჟით შეპყრობილი..უამრავი ადამიანის სიყვარულით გარსმოხვეული და მაინც საქმის პირისპირ მდგომი მარტოსული მებრძოლი…

ასეთ ნაბიჯებს თავის ასაკი აქვს. შუა ხნის ასაკში მშვიდი ცხოვრებიდან ახალგაზრდობაში სიკვდილთან დასაპირიდპირებლად არავინ ბრუნდება. თავქარიანობა სადღაც ჩერდება, ცხოვრება გაჯანჯღარებს.. პირადი გამოცდილებით მიღებული იმედგაცრუება ძალას გართმევს.. გღლის და დასვენება გინდა… აქ სულ საპირისპიროდ იმუშავა დრომ. ჯერ უცხო ქვეყნაში დადგენილ წესებს აუჯანყდა, მერე დააპატიმრეს, მერე უცხო ქვეყნის ხალხის თავგანწირვამ ბორკილები ახსნა, დამორჩილება რომ ვერ შეძლეს, ქვეყნიდან გააძევეს… წავიდა, მიზანში ამოიღო უკან დაბრუნება და უცხო ქვეყნის საზღვარი გაარღვია, ხალხმა ხელში აყვანილმა ატარა და მაინც ვერ დამშვიდდა. მოვლენები ისე სწრაფად შეიცვალა, რომ მხოლოდ მის სასიკეთოდ ჩადგა კალაპოტი..

ბევრი ფიქრობდა, ეგ საქართველოში დამბრუნებელი აღარააო.. აქაც ვერ გამოიცნეს ახლო მომავალი. ასე ვინც ფიქრობდა, რაციონალური პროგნოზი არ ჰქონდათო, ვერ იტყოდი. ამ ხალხმაც მიშასთან ერთად გაიარა გზა, ერთად დაიღალნენ, რთულად თუ იოლად ნავსაყუდელი ნახეს და საკუთარი გადმოსახედიდან ბრძოლაში ახლიდან შესვლაზე საკუთარ თავებს ვერ შეუთანხმდნენ, ამიტომ გასამართლებლად მიშა აღარ დაბრუნდებაო, გადაწყვიტეს. მიშას ბრალეულობის დათვლა ხომ ყველაზე ადვილი საქმეა… ამასობაში, ამ კაცმა ერთ მშვენიერ დღეს გამოიხურა მშვენიერი სახლის კარი და სალოსივით შეუდგა ჯოჯოხეთურ გზას. ისე,რომ არავინ შეუწუხებია,მისი მომლოდინე ხალხი რისკის ქვეშ არ დაუყენებია და მარტომ ზიდა სიმძიმე…ერთი სული ჰქონდა სამშობლოდან ეთქვა- “დილა მშვიდობისა საქართველო” და თქვა კიდეც …მერე აღარ აინტერესებდა რა იქნებოდა…

გამორჩეულობაც ისაა, რომ ანალოგიის არ მქონე, მის ირგვლივ ზღაპრული, თუმცა, ჩვენს თვალწინ განვითარებული ნამდვილი ამბები, ჩვეულებრივი გვგონია. მიშასგან არავის არაფერი უკვირს. ფაქტია, ჩვენში ყველაზე ნიჭიერი და დიდი შესაძლებლობების მქონე კაცია ციხეში გამომწყვდეული. როგორ ემორჩილება ზღუდეებს, ძნელად წარმოსადგენია, თუმცა, ვხედავ, რომ ბედს არ საყვედურობს, მშვიდია…

მე ვერ ვიძინებ და წარმომიდგენია, სამარტოო საკანში მოშიმშილე მიშა რას განიცდის იმ ემოციის მიღების შემდეგ, რაც ვნახეთ. მეთხუთმეტე დღეა თავისი სიცოცხლის ფასად გვაფხიზლებს, მშვიდი ქვეყნიდან სამშობლოში ნიაღვარივით შემოვარდნილი, კონკრეტული მაგალითით მოგვიწოდებს არ დანებებისკენ.

კაცი რომ დაფიქრდეს, რა მოსაწყენია ცხოვრება თუ გიჟი არ ხარ…. დუნედ, მშვიდი პულსით მიყვები დინებას, სანამ აღსასრული არ დადგება და რა არის ამაში საინტერესო? -არაფერი…

ბედნიერება მაინც ის მგონია ბიოლოგიური საათის გაჩერებამდე, ვერაფერმა შეგაჩეროს. ვერც კეთილდღეობამ და ვერც გარანტირებულმა სიბერემ.

იმ გამართლებულ სიცოცხლეს გაუმარჯოს, დავარცხნილი აზრებიდან შლეგი რომ იცნობა და მაინც მის ირგვლივ მოძრაობს ცხოველი ინტერესი ამ ცხოვრებისა.

#თავისუფლებამიშას“

თეგები: ეკა ხერხეულიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved