• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა ძალიან მძიმე დღეში ვართ….და რა გვაქვს?”-თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:26 03-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
463

თამარ ჩერგოლეიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც, დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.

“თოვდა და თბილისს ებურა თალხი …  ამინდზე ეს გამახსენდა.

დღეს ვითარება ისეთი შავთეთრია – როგორც არასდროს, გასული 30 წლის მანძილზე.

ნათელი და ბნელი, კეთილი და ბოროტი, დემოკრატია და ავტორიტარული, შავრაზმული პოპულიზმი ებრძვის ერთმანეთს.

ყველაფერი,  ზუსტად ისე როგორც წესია – კეთილზე და ბოროტზე დადგა.

“მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის არღარა ბნელია,

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”

ჩვენ აი ამას ვხედავთ ახლა მოქმედებაში – რუსთაველია ეს მოქმედებაში!

პუტინი გარდაუვლად დამარცხდება ამ ბრძოლაში, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით როგორ დამარცხდება – თუ არ განადგურდა და ახალი წესრიგი შეიქმნა, ახალი ხაზები გაევლო – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რისკი, რომ დამარცხებული პუტინის ზონაში ჩავრჩეთ.

იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება დასავლურ ღირებულებებზე ფოკუსირებული ძლიერი ლიბერალურ – დემოკრატიული ფრონტი.

ლიბერალების ძლიერი ფრონტი გვჭირდება, რომ რუსულ ჭაობში არ ჩავრჩეთ.

და რა გვაქვს?

ჩვენი ფრონტი დასუსტებულია – მთავარი დეზერტირი მიხეილ სააკაშვილია.

მიხეილ სააკაშვილმა, დამარცხების შემდეგ, ფატალური შეცდომა დაუშვა.

მან გადაწყვიტა რომ ლიბერალური დემოკრატია დამარცხდა, რომ საქართველო და ლიბერალური დემოკრატია შეუთავსებელია, რომ შავრაზმული პოპულიზმია ის გზა, რომელიც მას ძალაუფლებას დაუბრუნებს.

ოთხი წელი ვეჭიდავეთ – უშედეგოდ.

ვერ გავაგებინეთ რომ მომავალი ლიბერალურ დემოკრატიაშია და არა “ჩამოთრეულებთან” ბრძოლასა და პუტინისტურ საპატრიაქროსთან ფლირტში.

ვერ გავაგებინეთ რომ ჩვენი ხსნა დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ დღის წესრიგშია – დასავლურ კოლონიალიზმზე როშავდა.

ვერ გავაგებინეთ რომ დაღუპვაა იმ გზის არჩევა, რითაც ბიძინამ დაამარცხა – ვერ გავაგებინეთ, რომ ასავალდასავალიზაცია დაგვღუპავს და ჩვენს ეროვნულ ამოცანებსაც დაღუპავს.

გაუქრა პოლიტიკური ალღო და ინსტიქტი. ძალაუფლებამ მორალურადაც გაანადგურა – არ ეყო ნებისყოფა.

ამიტომ 2017 წელს გავიყავით და ახალი, დემოკრატიული ცენტრის შექმნა დავიწყეთ.

2018 წელს ჩვენს რიგებში ურწმუნო დეზერტირების ახალი ჯგუფი გამოიკვეთა – დაიწყეს მტკიცება, რომ “ბოკერიას დემოკრატია” აღარ ამართლებს, რომ ქართველი ხალხისთვის დემოკრატია შეუთავსებელია, რომ მიშამ და გვარამიამ “იციან ამ ხალხს როგორ უნდა ელაპარაკონ”.

ძალიან ნათლად ვხედავდი, როგორ აირჩიეს ჭაობის გზა და ვხვდებოდი, რომ მათ გვერდზე მეც ჭაობში აღმოვჩნდებოდი – ამიტომ დისტანცირება დავიწყე და 2020 წელს,  ლიბერალების ფრონტმა კიდევ ერთი დარტყმა განიცადა.

დეზერტირების კიდევ ერთმა ჯგუფმა მიატოვა და დემოკრატიული ფრონტი კიდევ უფრო დასუსტდა.

მე ვყოფილვარ მდგომარეობაში, როცა შუქის ანთება ჩაქრობით ვცდილობდი იმის ახსნას, რომ პოპულიზმი ალტერნატივა არ არის, რომ სიბნელე – სიბნელით ვერ ნაცვლდება, ფიზიკის კანონები არ უშვებს ამას – ისევ ბნელა მაგ დროს.

მაგრამ ვერ შევძელით რომ ჩვენი გარემოცვისთვის ლიბერალურ დემოკრატიაში რწმენა შეგვენარჩუნებინა. არ ეყოთ ნებისყოფა, არც ჩვენ გვენდნენ.

ცვლილებები ხდება კრიზისში.

ჩვენ არ ვიცით რა შექმნის ასეთ კრიზისს – მაგრამ როცა იქმნება, ცვლიელები დამოკიდებულია იმ იდეებზე, რომლებიც იმ მომენტში აქტუალურია – ეს მილტონ ფრიდმანია და დიდი სიბრძნეა, იმიტომ რომ რეალურად ასე ხდება ცვლილებები.

არსებობენ ფანატიკოსები, რომლებიც იდეებს აცოცხლებენ და სწორ მომენტში – ეს იდეები უმრავლესობის იდეები ხდება.

ეს ფანატიკოსები ქმნიან სამართლიან სახელმწიფო სისტემებს.

გიგა ჩემი მთავარი პარტნიორი იმიტომაა, რომ ასეთი ფანატიკოსია – ის შეიძლება დაიღალოს, მაგრამ ყოველთვის აცოცხლებს იმ იდეებს რამაც სამშვიდობოს უნდა გაგვიყვანოს, მაშინაც კი, როდესაც ამ იდეების აღარავის სჯერა და უახლოესი მეგობრები ზურგში დანას ურტყამენ  – მხოლოდ იმიტომ, ძალაუფლების დაბრუნებას მისი იდეებით ვერ ხედავდნენ.

ვერ დაინახეს ის, რასაც მე და გიგა ვხედავდით.

აი ეს მომენტი ვერ დაინახეს – როცა ყველაფერი ფასეულობებზე გასწორდებოდა.

ახლა ძალიან მძიმე დღეში ვართ.

ლიბერალურ დემოკრატიული ფრონტი  დასუსტებულია.

მთავარი ოპოზიციური ძალა და მისი სატელიტი მედიები, პოპულისტურ ფრონტს აძლიერებენ –  ისე ჩანს, რომ ქართველების უდიდესი უმრავლესობა ისეთია, როგორც ნაცქოც მედიები აღწერენ.

როცა დასავლურ ფასეულობებზე ფოკუსირებული დემოკრატიული დღის წესრიგი არ არსებობს, არ არსებობს დასავლეთის მიზიდულობა – დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოდეთ, რომ მივიზიდოთ – როგორც უკრაინელები იბრძვიან.

დღეს ჩვენ დასავლეთის თვალში მიმზიდველები არ ვართ – ჩვენ ვართ ხალხი, რომლებიც ქოცებს ვირჩევთ და მთავარ ალტერნატივად მესიანიზმით შეპყრობილი ნაცები გვყავს, რომელიც იდეად საააკაშვილს გვასაღებს – ერთმანეთზე უარესი პოპულისტები.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შევძლებთ ლიბერალურ დემოკრატიული ფრონტის გაძლიერებას და რამდენად მოვახერხებთ დემოკრატიის, დასავლური ფასეულობებით ნაკარნახევი იდეების გარშემო გაერთიანებას.

ძალიან სახიფათო მომენტში ვართ და ძალიან დიდი ძალისხმევა, პრინციპულობა და სიბრძნე გვჭირდება რომ გადავრჩეთ”, წერს, თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved