• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა ავხსნი, რა განსხვავებაა ოპოზიციის, ხალხის და მთავრობის ნასროლ კვერცხებს შორის” – გიორგი მუხიგულაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:04 02-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,133

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

სალომე ზურაბიშვილი თავად მოიყვანეს, დასვეს, ბიძინა პირადად გამოვიდა სასახლიდან მეორე ტურისთვის, თავისი საკუთარი ფოტო გამოაკრა ბანერებს და მომხრეებს სთხოვა დახმარება, ითხოვა, მე მომეცით ხმაო.

ასე გააპრეზიდენტეს. სანამ თვინიერი იყო, მოსწონდათ. ახლა გახდა ცუდი, მიუღებელი.

როცა სხვა აკრიტიკებდა, მაშინ სალომე ქალი იყო, ასაკში იყო და ქართველ ადამიანს, როგორ შეეფერება ქალის, ასაკიანი ქალის შეურაცხყოფაო.
ახლა, აბა, ქართველები არ არიან ისინი, ვინც ოცნებამ მიუქცია კვერცხებით სალომეს? თუ აღარაა ქალი და არც ასაკშია?

და ღირსება? ორ ფეხზე მდგომებს ასროლინეთ სალომესთვის კვერცხი, თუ ცალ ფეხზე მდგომებს, თუ ჩაცუცქულებს?

ყველა კვერცხს ახსენებს, მაგრამ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, გინება ზურაბიშვილზე, წინა დღეებშიც იწერებოდა, ამას ვაპირებთო და პოლიცია იდგა და უყურებდა.

ხოდა, ოცნების მომხრეთა ნარატივია, კვერცხების სროლა მოსულაო, გინებაცო, აბა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც რომ ისვრიანო და გვაგინებენო?

ახლა ავხსნი, რა განსხვავებაა ოპოზიციის, ხალხის და მთავრობის ნასროლ კვერცხებს შორის:

ოპოზიციას, ქუჩაში მდგომ ადამიანს, რომელიც რაღაცას გიპროტესტებს, არ აქვს სხვა ბერკეტი, მან ფიზიკურად უნდა გაგაგონოს ხმა, უნდა დაგანახოს ფიზიკურად, უნდა მოგთხოვოს ფიზიკურად, ხო, შეიძლება კვერცხიც გესროლოს, თუ არ მოუსმენ.

აი, ხელისუფლებას, მთავრობას, სუსი ჰყავს, პოლიცია, ჯარი, ამდენი სამინისტრო, კანონს კანონზე აცხობს და თუ დამნაშავეა ვინმე, ამდენი უკანონო პატიმარი ჰყავს და როგორმე, დამნაშავესაც დაიჭერდა, ხომ? ესე იგი, არაა დამნაშავე, ვერ იჭერს, და უსწორდება უკანონოდ, ის ვისაც კანონების წერა და აღსრულება აბარია.
თორემ, სიღატაკით გაბრაზებული და უსამართლობით გამწარებული ხალხი თუ კვერცხს გესვრის, ის, სულ სხვა რამეა, ბატონებო და ქალბატონებო და მთავრობის ნასროლი კვერცხისგან ძალიანაც განსხვავდება.

გაბრაზებული ხალხი რომ კვერცხს გესვრის, ეს გასაგებია, ვის მოსწონს და ვის არა, გემოვნების ამბავია და აი, მთავრობა რომ ისვრის კვერცხს, ეგ სრულიად გაუგებარია.

დიახ, აი, ეს განსხვავებაა „ვიწია“ ჯაფარიძის ნასროლ ფორთოხალსა და ხალხის ნასროლს შორის, დიახ, ამიტომაა „სიბანძე“, ე.წ. კონტრაქციები და სასაცილოდ არავის ყოფნის.

დაუწერელი კანონია, დემოკრატიული ხელისუფლება ხალხს, ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს არ უქსევს საკუთარ მომხრეებს, დაუწერელი კანონია იმიტომ, რომ ვერავინ წარმოიდგენდა დემოკრატიულ სამყაროში ამის დაწერა თუ გახდებოდა საჭირო.

როცა მთავრობა იყენებს ტიტუშკებს, მომხრეეებს თავდასხმისთვის, ის სუსტია, მას არ აქვს კანონიერი ბერკეტი, არ შეუძლია სიტყვით თავის დაცვა და არაა მართალი, არც ხალხთან, არც სამართალთან და არც საკუთარ თავთან.

არადა, 2018 წელს, ამ ქალს კობახიძე და მდინარაძე, ერბო კვერცხს შეუწვავდნენ ხელისგულზე, პირდაპირი გაგებით, უბრალოდ, სალომე მათი ხელიდან ამ ერბოკვერცხს არ შეჭამდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved