• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახლა აქ რუსეთი არ არის. რატომ?“ – ზელენსკის სიტყვა მშვიდობის სამიტზე

ალია ავტორი - ალია
23:39 06-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,168

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ჩვენი ერთიანობა აქ ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართლის იდეა ისევ სიცოცხლისუნარიანი და ეფექტიანია. თქვენი აქ ყოფნა ადასტურებს, რომ გაერო-ს წესდება და ძირითადი კონვენციები არ არის ფორმალობა, არამედ ხალხთა შორის თანაარსებობის რეალური საფუძველი. არავის ჰქონია უფლება, მეზობლის წინააღმდეგ აგრესიული ომი ეწარმოებინა და გაერო-ს წესდების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპისთვის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირი გამოეთხარა. არავის ჰქონდა უფლება, დამუქრებოდა მსოფლიოს ბირთვული იარაღით. არავის ჰქონდა უფლება, სხვა ერის შვილები გაეტაცებინა. არავის ჰქონდა უფლება, ძირი გამოეთხარა მშვიდობისთვის. ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ასეთი პრინციპების ეფექტიანობა. ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი პრინციპები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის, უკრაინელი ხალხის სამართლიანი ინტერესებისა და ადამიანის სიცოცხლის უდავო ღირებულების იდეის საფუძველზე. მშვიდობის ფორმულა ინკლუზიურია და ჩვენ მოხარულნი ვართ, მოვისმინოთ და ვიმუშაოთ ყველა წინადადებაზე, ყველა იდეაზე, რა არის ნამდვილად საჭიროა მშვიდობისთვის და რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის, ძვირფასო მეგობრებო. ყველას მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად აქტიური. მე ვამაყობ, რომ მსოფლიოს ყველა ნაწილი, ყველა კონტინენტი ახლა წარმოდგენილია მშვიდობის სამიტზე.
ახლა აქ რუსეთი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი რომ იყოს დაინტერესებული მშვიდობით, ომი არ იქნებოდა. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება, მიღწეული იყოს ჭეშმარიტად ხანგრძლივი გზით. ჩვენთვის საფუძველია გაერო-ს წესდება. შემდეგ კი, როცა სამოქმედო გეგმა იარსებებს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ყველასთან შეთანხმებული და ხალხისთვის გამჭვირვალე, მაშინ ის მიეწოდება რუსეთის წარმომადგენლებს“

თეგები: ვოლოდიმირ ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved