ახალციხეში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ახალციხის ცხელების ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, მზია კაკოშვილმა დაადასტურდა.
მისი თქმით, ექიმები მუშაობდნენ როგორც ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში, ასევე, ცხელების ცენტრში.
“ერთი ექიმი გუშინ წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე გუშინ. თითქმის ორი თვე მკურნალობდნენ კორონავირუსზე და დადასტურების დღიდან თბილისის კოვიდ-კლინიკებში იყვნენ გადაყვანილები”, — განაცხადა კაკოშვილმა.
კომენტარები