• რეკლამა
  • კონტაქტი
06:34, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალციხეში 16 წლის ბიჭს 4 არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა

ალია ავტორი - ალია
10:45 09-04-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

ახალციხეში სკოლის მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. არასრულწლოვანს დაზიანებები სახესა და თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, მას დაბეჟილობები და ტემპერატურა აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს ოთხმა არასრულწლოვანმა “სალაპარაკოდ” მდინარის ნაპირას გაიყვანა, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებული ახალგაზრდის ახლობელი გამოცემასთან ამბობს, რომ არასრულწლოვნებმა 16 წლის ბიჭისა და მის ძმის ცემა დაახლოებით ერთი თვის წინაც სცადეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

“სამხრეთის კარიბჭე” თავდამსხმელების ოჯახის წევრებს ესაუბრა. მათი ასაკი 13–16 წელია.

“არ მსურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა და ბოდიშს ვუხდი ბავშვს და მის ოჯახს,” – ამბობს ერთ–ერთი არასრულწლოვნის დედა.

“ჩემი შვილი სტადიონზე იყო, მაგრამ ჩხუბში არ მონაწილეობდა,” – ამბობს მეორე არასრულწლოვანის მამა.  

მესამე ბიჭის მშობელი ადასტურებს, რომ მისი შვილი ჩხუბის უშუალო მონაწილე იყო: “როგორც ვიცი პოლიციას აქვს ეს საქმე, შეგიძლიათ მათ მიმართოთ. ახლა თბილისში ვარ, შვილთან არ მქონია საუბარი, თუმცა ის იყო უშუალო მონაწილე. დანარჩენზე ჩამოვალ და დაველაპარაკები მის მშობელს [დაშავებული ბიჭის დედას]”.

მეოთხე პირის მშობელმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved