• რეკლამა
  • კონტაქტი
08:04, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი ვირუსის აფეთქება საქართველოში – ქვეყანაში ჰონ-კონგის შტამი ცირკულირებს

ალია ავტორი - ალია
11:55 12-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,883

საქართველოში ვირუსული ინფექციების გავრცელება მკვეთრად გაიზარდა – „ღორის გრიპის“ პარალელურად ქვეყანაში A ტიპის ე.წ. ჰონგ-კონგის შტამიც გააქტიურდა. სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.

ბოლო კვირებში სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პაციენტებს უმეტესად აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, ძლიერი სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, ასევე მადის დაქვეითება.

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ისინი ასევე დამცავ მექანიზმად ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ასახელებენ.

“დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 65% შემთხვევების, როდესაც ლაბორატორიული დადასტურება მოხერხდა, არის სწორედ H3N2 გრიპის ვირუსი, ე.წ. ჰონ კონგის ვირუსი. შემთხვევათა 2%-ში ეს არის H1 ტიპის ანუ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ღორის გრიპის ვირუსი. შემთხვევების 70 % ეს არის გრიპი, რაც აისახება კიდეც მიმართვიანობაში. მოსახლეობის რა ფენა მიეკუთვნება გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებს: ეს არის 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები, ქორინიკული დაავადების მქონე პირები, – ამბობს იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მედიკოსები აღნიშნული ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ასახელებენ.

“ძალიან კონტაგიოზურია ეს ბოლო, წელს რაც ცირკულირებს ეს A ტიპის გრიპის ვირუსი და ამიტომ კლასებში, სკოლებში და ბაღებში ძალიან სწრაფად ხდება გადადება. რაც მთავარია, იმ პერიოდში, როდესაც ბავშვს უკვე აქვს ცხელება და კატარული მოვლენები, იწყება ზოგადი სისუსტე, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი. მოზრდილი ბავშვები ამ ყველაფერს გვეუბნებიან, პატარები მოლოდ ტირიან, უმადობა აქვთ და ცხელება. ცხელება არის შეუპოვარი და სასურველია, რომ რაც უფრო მცირე ასაკის არის, მით უფრო სწრაფად მიმართონ ექიმს, იმიტომ, რომ ეს ის ვირუსია, რომლის დროსაც, თუ არის რისკ ჯგუფი და ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, დროს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ სადღაც 48 საათის განმავლობაში თუ ჩვენ ვიცით, რომ A ტიპის ვირუსია, მაშინ კლინიკაში თუ წვება და ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა, ეს ის დროა, როცა უნდა დავიწყოთ, – ამბობს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

ექიმების ვარაუდით, აღნიშNული გრიპი გვიან გაზაფხულამდე გასტანს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved