• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახალი წლიდან ავტომობილების გამონაბოლქვს სპეციალური აპარატურით აღჭურვილი პირები შეამოწმებენ და ჯარიმა არ აგცდებათ“

ალია ავტორი - ალია
17:08 11-09-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,037

ანი დვალიშვილი

რა მოგვიტანეს რუსმა ტურისტებმა თუ დეზერტირებმა? სანამ ამას ვიტყოდეთ, ციფრები მოვიშველიოთ – ოქტომბერში, შარშანდელთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ლამის 300%-ით არის გაზრდილი. წესითა და რიგით, ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, რადგან რუსეთმა მობილიზაციის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ აქ ჩამოსულები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, გამოაცხადეს იმიტომ, რომ ქვეყნიდან გასული ახალგაზრდები დაბრუნდნენ და მათ ომში უკრან თავი. ამიტომ, მამაკაცების რუსეთიდან გადინება კვლავ დიდი მასშტაბებით მიმდინარეობს და ყველაზე ახლო და რაც მთავარია, საიმედო თავშესაფარი, სწორედ საქართველოა. პრაქტიკულად, ყველა შემოსული ცდილობს ბინადრობის ნებართვა მიიღოს და სწორედ ამიტომ, ბოლო ერთ თვეში, სანოტარო მომსახურებამ და ასლის გადაღებამ 100%-ით მოიმატა. აღარაფერს ვამბობთ ბინის ფასებზე და პირველადი მოხმარების ნივთებზე.

რა თქმა უნდა, ასლის გადაღება და სანოტარო მომსახურება საქართველოს მოქალაქეებსაც სჭირდებათ ხოლმე და გაძვირება მათ ჯიბეზეც აისახა, თუმცა არავინ აპროტესტებს, მოდით, შევთანხმდეთ, რომ მივეჩვიეთ ყველაფრის გაძვირებას და ამის გამო ხმამაღალ პროტესტს თითქმის არავინ გამთქვამს. აი, მაღაზიაში, მომატებული ფასის დანახვისას მთავრობის მისამართით გაგზავნილი წყევლა და გინება პროტესტში არ ითვლება. მიმდინარე თვეში კიდევ მოიმატებს რძის პროდუქტები, გაძვირდება პური, გაძვირდება ტრანსპორტი. ჰო, ტრანსპორტი, რადგან დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობი ძვირდება და ქართველი იმპორტიორები ან მთლიანად რუსულ ნავთობზე უნდა გადავიდნენ (რაც რთულია, მაგრამ არა წარმოუდგენელი), ან შერეული პროდუქცია გაყიდონ და ფასი გააძვირონ. ამასთან ერთად, არც ის გამორიცხოთ, რომ იმპორტიორები მთლიანად რუსულ ნავთობზე გადავიდნენ, იაფი გადაიხადონ, მაგრამ მაინც ძვირად გაყიდონ და თან ხელი დასავლეთისკენ გაიშვირონ, ნავთობი გაძვირდაო. მანქანებზე ისიც ვთქვათ, რომ უკვე მზად არის კანონი, რომლის მიხედვითაც, ახალი წლიდან, ჯერ მხოლოდ დიდ ქალაქებში, ავტომობილების გამონაბოლქვს სპეციალური აპარატურით აღჭურვილი პირები შეამოწმებენ და ერთი დღის გავლილიც რომ გქონდეთ ტექდათვალერება, გამონაბოლქვის დონეს თუ არ დააკმაყოფილებთ, ჯარიმა არ აგცდებათ, ჯარიმა არ აგცდებათ მეორე ჯერზეც, მესამეზეც და მერე მანქანის გაჩერება მოგიწევთ. პატარა ქალაქების მაცხოვრებლებსაც ნუ გაგიხარდებათ. როცა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ან ბათუმში ჩახვალთ, თქვენს მანქანასაც მოადგებიან. ამას გარდა, ახალი წლიდან დაწესდება ზღვარი და ის ავტომობილები, რომლებიც 2003 წელს ქვემოთ იქნებიან გამოშვებული, უბრალოდ აღარ განბაჟდება, ანუ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, მაქსიმუმ 20 წლის ავტომობილის ყიდვა მოგიწევთ. საუბარი იყო იმაზეც, რომ 20 წელზე ზემთ მანქანების გაფორმება საერთოდ აიკრძალოს, ანუ ვისაც ამ ასაკის მანქანა ჰყავს, ბოლომდე მას უნდა ჰყავდეს, ვეღარ გაყიდის, მაგრამ ეს პროცესი ძალიან მტკივნეული იქნებოდა, შესაძლებელია დიდი პროტესტის გამოეწვია და ამიტომ, ჯერჯერობით თაროზე შემოდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved