• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი წესი: ვის შეუძლია დამატებით უმუშევრობის კომპენსაციის მიღება

ალია ავტორი - ალია
16:13 06-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

შემოსავლების სამსახურის ახალი განაწესით, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ აღემატება, გამოდის, რომ თუ 10 ლარზე მეტის ხელფასი დაგერიცხათ, მთავრობისგან უმუშევრობის კომპენსაციას ვერ მიიღებთ. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ დახმარების მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა. ,,რეზონანსთან“ საუბრისას კრიტერიუმებს უსამართლოს უწოდებენ სპეციალისტები. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად,  კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე  წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.

აღნიშნულ დადგენილებაში შესული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დამქირავებლის მიერ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში,  კომპენსაციის მიმღებ პირთა შესახებ განაცხადის წარდგენა ყოველ შემდგომ პერიოდებზე, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება. ეს გულისხმობს, იმას რომ თუ დამქირავებელი მომდევნო თვეში არ წარადგენს ახალ განაცხადს, შემოსავლების სამსახური იყენებს წინა (ბოლო) მონაცემებს და მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა  განაცხადი დადგენილ ვადებში წარადგინა. ამასთან, დამქირავებელს დამატებითი, განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის დამატება კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ბოლო განცხადება. 

დადგენილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისის თვეში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას. კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს 22 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა შესახებ, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

თუ აქამდე დასაქმებულს თვის განმავლობაში მინიმალური თანხა მაინც ერიცხებოდა, ის კომპენსაციას ვერ იღებდა; ცვლილებების შემდეგ კი, მაქსიმუმ 10 ლარის ჩარიცხვა ხელისშემშლელი ფაქტორი არაა,  მაგრამ თუ მოქალაქეს 10 ლარზე მეტი ოდენობის ხელფასი ჩაერიცხა, ის 200-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებს.

კრიტერიუმი ის კი არ უნდა იყოს ვის დავეხმაროთ, არამედ ის, ვის არ დავეხმაროთ, – ასეთია ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის მოსაზრება. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ყველას, ვისაც წლიურ 40 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. 

,,ხელისუფლება უნდა წასულიყო პირიქით, გამორიცხვის მეთოდით და კომპენსაცია უნდა მიღო ყველას, ვისაც 40 000 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი, ასევე საჯარო მოხელეების გარდა. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი პოლიტიკა. ძალიან მარტივი არითმეტიკით რომ წასულიყვნენ და ამ გამორიცხვის მეთოდს მიღმა არსებული ადამიანებისათვის ის 1.4 მლრდ რომ გაეყოთ დანარჩენ სეგმენტზე, თითოეულ ადამიანზე გამოვიდოდა 400 ლარი. ასე არ გააკეთეს და ახლა ადამინები ჩავარდნენ სიღარიბეში და ჩვენ ვერ ვეხმარებით“, – განუცხადა ირაკლი ყიფიანმა ,,რეზონანსს“. 

უსამართლოდ მიიჩნევს, პრინციპს, რომელითაც სახელმწიფო თვითდასაქმებულებსა და დაქირავებით დასაქმებულებს ეხმარება, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი. მისი აზრით, ყველა დახმარება უსამართლოდ არის გადანაწილებული. 

“საკითხავია, რატომ ხდება ასეთი ნელი ტემპით დახმარების მიმღებ პირთა წრის გაფართოება მაშინ, როცა ჩვენ უკვე დიდი ხანია შესულები ვართ ღრმა კრიზისში? თვეზე მეტი გავიდა, რაც ეკონომიკა 16.5%-ით შემცირდა. ასეთი ვარდნა 90-იანი წლების მერე არ გვქონია. ბოლო ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის და პრობლემაც ესაა, რომ ცდილობენ თავიანთი ჭკუით ტექნიკური საკითხების ისე მოგვარებას, რომ ფული არ გაფლანგონ. არადა, ახლა არ არის გადამწყვეტი 100 ლარით გავმიჯნოთ ადამიანები ერთმანეთისგან, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების რეალური დახმარებაა მთავარი ამოცანა. ხაზინაში 2.7 მილიარდი დევს, მას ერიცხება პროცენტი და მთავრობა ამბობს, რომ გამოიყენებს მაშინ, როცა უარესი მოხდება, ამაზე უარესი შეუძლებელია, მთავრობა არასწორ სოციალ-ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს“, – განუცხადა “რეზონანსს” ხორგუაშვილმა.

წყარო „რეზონანსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved