• რეკლამა
  • კონტაქტი
04:00, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი წესები მართვის მოწმობის ასაღებად – ვის გაეზრდება გამოცდის გადასახადი და რას ითვალისწინებს ახალი კანონი? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
19:39 07-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
359

“საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება 2022 წლის მარტიდან გახდება სავალდებულო. 

ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

მისი თქმით, B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ, დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა.

“ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ თეორიული გამოცდისა და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, რასაც გადის დღეს ნებისმიერი მსურველი, ვისაც სურს მართვის მოწმობის აღება, დამატებით მას მოუწევს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მარშრუტზე რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება. 

იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კითხვები გამოცდის პირობებში, შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც მოხდება სრული გამოცდის ჩაწერა, აუდიო-ვიდეო გადაღება და თუკი გასაჩივრდება კონკრეტული მხარის მხრიდან გამოცდის შედეგები, მას საშუალება ექნება, გაეცნოს გამოცდის ჩაბარების პროცესს”, – აღნიშნა დარახველიძემ.

მისივე თქმით, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ექნებათ ქართული მართვის მოწმობა, შეძლებენ ის ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებში გადაცვალონ.

შს მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა 18 წლამდე ასაკის პირებთან დაკავშირებულ შეზღუდვაზე. კერძოდ, დარახველიძემ თქვა, რომ აქამდე არასრულწლოვნებს მართვის მოწმობის აღების შემდეგ შრომით საქმიანობაში ჩართვა ეკრძალებოდათ, თუმცა ახალი კანონპროექტით, ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

 “18 წლამდე ასაკის პირებს მოგეხსენებათ, რომ დღეს აქვთ უფლება აიღონ მართვის მოწმობა. თუმცა მათ ეკრძალებათ შრომით საქმიანობაში ჩართვა. ეს შეზღუდვა წარმოდგენილი კანონპროექტით იხსნება და სრულად ექნებათ საშუალება მათ შორის კურიერად თუ მძღოლად მუშაობის იმ პირებს, რომლებმაც 18 წლამდე აიღეს მართვის მოწმობა”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

დარახველიძემ ასევე წარმოადგინა “შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი, რომლითაც გამოცდის ჩაბარების საფასური განისაზღვრება. 

“ვინაიდან დაემატა გამოცდის ახალი პროექტი, B და BE კატეგორიისათვის იქნება 90-ლარიანი გადასახადი. დანარჩენი გადასახდელები, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან, ამ შემთხვევაში არ იზრდება და კვლავ 40 ლარი იქნება. ამ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს საშუალება ექნება, გაიაროს თეორიული გამოცდა და 5-ჯერ ექნება დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა.

რაც შეეხება ყველა სხვა კატეგორიას, ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარებისათვის გადასახდელი წესდება 150 ლარის ოდენობით და თუ პირი ვერ ჩააბარებს, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში საშუალება ექნება, განმეორებით გავიდეს გამოცდაზე”, – თქვა ალქესანდრე დარახველიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ 50%-იანი შეღავათი წესდება სოციალურად დაუცველი პირებისათვის მართვის მოწმობის გამოცდაზე პირველად მონაწილეობის შემთხვევაში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირები მთლიანად გათავისუფლდებიან გადასახადისგან.

“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით იხილავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved