• რეკლამა
  • კონტაქტი
11:14, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალი tips and tricks-ები – წინა რიგს მოკიდეთ ხელი უკნიდან ქამარზე – შეთრევისგან მაგრად შველის” – უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
18:18 05-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

ბლოგერი, უჩა აბაშიძე:

ახალი tips and tricks-ები, ჩემგან:
1. მარტო ნუ რჩებით, არ ვიცი როგორ ვთქვა, მეც მომდის – “ითიშები” და უცებ მარტო დგახარ, სადღაც წინ და გვერდით და გგონია რო უსაფრთხოდ ხარ(თუ ვერ იაზრებ, თუ რა ვიცი) – მოკლედ ნუ რჩებით მარტო
2. წინა რიგს, მოკიდეთ ხელი უკნიდან ქამარზე (და ჯობია მეორე რიგსაც მოკიდეთ ხელი) – შეთრევისგან მაგრად შველის
3. ყველანაირი ჩვენი მხარის კრიტიკა, შუა აქციისას, როცა მეორე მხარეს ჩაგიყენეს რობოკოპები – აზრს მოკლებულია. ესკალაცია და ა.შ. – ჩვენი მხრიდან – არის როცა არაფერი ხდებოდა, და ჩვენ დავიწყეთ რამე. ხოლო როცა იმათმა გამოიყვანეს ზედმეტი ძალა, გამოგვიწვიეს და ცდილობენ დაშინებით და ტერორით – გაგვყარონ სახლებში, რო ვერ განვახორციელოთ ჩვენი პროტესტის გამოხატვა – მანდ მორჩენილია ეგ წესები, ჩვენ რო თავის შეკავება გვევალება.
4. გავიმეორებ – სხვას რო სცემენ, მიეხმარეთ. დაკავება მოსულა, ცემა არ მოსულა და ჯანმრთელობის დაზიანების საშიშროებას რო ხედავ – გაქვს უფლება დაიცვა სხვისი ჯანმრთელობაც, ისევე როგორც საკუთარი.
5. რობოკოპების წინააღმდეგ მოქმედებები პრაქტიკულად მინუსების გარეშე იყო, იდეალურად ვიმოქმედეთ – და ვერ დავაჯერე ხალხს წავლენ მეთქი, ყველას ჰგონია რო თუ გაექანები და ფეხს მიარტყამ, რამე შეიცვლება. არა – რობოკოპების მტერი, არი მათივე საკუთარი თავი – და დრო. მთავარია არ დაიშალო – და დაიშლებიან ისინი ბოლოს (რამდენიმე დღე მოგვიწევს ეს ძიძგილაობა, საბოლოოდ)
6. უბრალო პატრულების ჯაჭვის წინააღმდეგ(თუ კიდევ იქნება ასეთი) – წინა რიგებში საჭიროა დიდი ტანის ტიპები.
იმენა დიდ ფიზიკურ გაბარიტებს აქვს მნიშვნელობა, როგორ ჯანზეც არ უნდა იყოთ, არ ეშინიათ. იმენა “ვახჩემი ეს ჩემზე მაღალია” მუშაობს მხოლოდ (და შედეგად ბევრად ზრდილობიანად იქცევიან და შედეგად მეტი ესკალაციაც არ ხდება). (ისევ მარტო არ მიხვიდეთ, ხაზი არ დაარღვიოთ, უკანა ხალხმა ჩაჭიდეთ ხელი ქამარზე)
7. ფარებიანების წინააღმდეგ – მეჩხერად დგომა სიღრმეში სწორია (ბოლს რო გაუშვებენ გასაქცევად)
მაგრამ!
უბრალო პატრულის წინააღმდეგ, პირიქით – პირველი 3-4 ხაზის მერე “ცარიელ” ადგილს ნუ ტოვებთ, და მერე ნუ გაქვთ მოლოდინი რო წინა ხაზი მიაწვება. თუ მიწოლა გინდათ – მიწოლის მუხტი უნდა წამოვიდეს უკნიდან, მე-5 მე-6 და შემდეგი რიგებიდან, წინა ხაზს სჭწირდება გამართლება “მე არ გაწვებით ძმაო, მე მაწვებიან, რა ვქნა” და მორევას – სჭირდება უკნიდან დიდი ძალა
8. როცა დაკავებას ცდილობენ, “გამოთრევა” მაგრად მუშაობს, მაგრამ! – მეხუთედ გავმეორდები – შეუძლებელია ეგრე დაეხმარო ადამიანს რომელიც 3 ნაბიჯით წინ გადის ხაზიდან და მოწყვეტილია, ხელს რო წაგავლებენ – მერე მორბენა და გამოყვანა აღარ გამოდის. ნუ არღვევთ ხაზს (რაგბისტული წესია ეგეთი, პირველი და მთავარი და აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს)
9. არსებობს იდეა – თოკი ვისაც აქვს, ცოტა სქელი, სანტიმეტრიანი ან მეტი, წამოიღეთ, გაუკეთეთ კვანძები, ყოველ 1 მეტრში ერთხელ დავუშვათ. და თუ რამდენიმე თოკი იქნება, 1 თოკი ეკავოს ხელში წინა რიგს, “ჰორიზონტალურად” და დანარჩენი თოკები რაც იქნება – ისევ ჯობია ხელში ეკავოთ წინა რიგებს (რო თუ რამეა და სიცოცხლის რისკი, ხელი გაუშვან, ან თოკი თოკზე გამოაბით) – რო თუ შეთრევა დაიწყეს, უკანა რიგებმა მოქაჩონ და დაეხმარონ ძალით.
და წინა, ჰორიზონტალური, თოკი იმისთვის რო ხაზი ადვილად გვეკავოს და ასევე – თუ ერთს მიათრევენ, დანარჩენებმა გვერდით შეძლონ მიეხმარონ.
— —
თოკები საჭიროა მხოლოდ მაშინ როცა ჩვეულებრივი პოლიციელების წინ ვდაგავართ!!!
ფარებიანების წინ მთავარია თავისუფლად გამოქცევა!
— —
10. წყლები, მასკები, სათვალეები, რამე მედიცინა, აუცილებლად რა თქმა უნდა
11. მნიშვნელოვანია დავამუღამოთ გვერდითი ქუჩების ათვისება. და დიდი მასით იქედან შემოვლა, ძალიან ძნელია მაგის დაორგანიზება ადგილზე, მარა საცდელია, ისევ – მარტო არ დარჩეთ, არ მოწყდეთ და არაფერი
12. აქციის უკანა რიგებზე ბევრია დამოკიდებული, ნუ დგახართ მთელი დრო ერთ ადგილას რა, პირველ რიგში “მოიწიეთ წინ” რო შევმჭიდროვდეთ და რაოდენობით “დაცვა” გაიზარდოს. და მეორე რიგში – ზოგადად კარგს იზამთ თუ როტაციისთვის, შეცვლით წინა რიგებს. წინა რიგები უკან ვერ გამოვალთ, გამოვა რო “დავიხიეთ” – თქვენ უნდა მოხვიდეთ და ჩვენ გავიწევით ცოტა ხანი.
13. მოსაწყობია მცირე აქციები ქალაქში სხვადასხვა ადგილას, რო დაიფანტოს მათი ძალები და რო ვერ იმოძრაონ რობოკოპების მომარაგებამ თავისუფლად(ყველაფერი გაუთავდათ გუშინ, 2-ჯერ და მოიტანეს). ასევე – თუ პარლამენტთან არ მიგვიშვეს დღეს, გადასაკეტია პატარა ქუჩები, ჯობია პირდაპირ ბარიკადებით. ისევ – მნიშვნელოვანია safety in numbers
14. ბოლის ყუმბარების უკან გადაგდება, კარგი მეთოდია, მაგრამ ზოგი ყუმბარა, რატომღაც, სკდებოდა მეორედაც, არ ვიცი განზრახ, თუ ბრაკია თუ რატომ. ამიტომ ან ხელში არ აიღოთ (და ფეხი მიკარით გადასგდებად, თუ მანძილი ცოტაა იმათამდე) – ან თავიდან როცა დავარდა, მაშინვე აიღეთ მხოლოდ, მალევე არ სკდებოდა არცერთი რომლებიც “მეორედ აფეთქდა” (მე მაინც ხელი აღარ მომიკიდია ყუმბარებისთვის, სპეციალურად ჩამოიტანეს ეგეთები ალბათ)
ზოგდად ბოლი იმათზეც ცუდად მუშაობს (რო გვბოლავენ – ჩერდებიან) – ახლოს ვინც ვიდექით, აშკარად ჩანს რო აირწინაღები ზომაზე არ აქვთ და უმეტესობა მათგანს ვერ აქვს კარგად მორგებული, და ამ ჩოჩქოლში და სიცხეში და ოფლში – კიდე უფრო სძვრებათ და მოკლედ მათივე ბოლი მათ წინააღმდეგაც ეფექტურია.
(კიდე გავიმეორებ, ხელში აღებას, სადღაც 10 წამის მერე, როცა უკვე კარგად გაბოლა, მოერიდეთ, თვით განადგურებას შვება მომენტში. არ ვიცი რამდენად დამაზიანებელია, მარა სავარაუდოდ არ ღირს)
დანარჩენი ეცადეთ – ტყუილად ერთმანეთში არ ვიჩხუბოთ სისულელეებზე
ბოლის გაშვებისას და დარბევის დაწყებისას მოქმედებები, ვიმეორებ, იყო 10/10
იმენა მიხვდნენ რო “აზრი არ აქვს”, რა ქნან აღარ იცოდნენ, არ ვიშლებით და ვსიო
კი, ბოლი გგუდავს, ამიტომ იწევი, ელოდები, ბრუნდები
მერე? – ისევ? – ოკ, rinse, repeat
დაიმახსოვრეთ – არავის თავისუფლების შეზღუდვის უფლება არ გვაქვს (არავინ არ დაიჭიროთ და არ გაგიშვებო არ დაუწყოთ)
გვაქვს უფლება – საჯარო შენობაში, საჯარო მოხელეები – არ შევუშვათ (პოლიციაც საჯარო მოხელეები არიან რა თქმა უნდა)
იმათ კიდევ – არ აქვთ ჩვენი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის უფლება, მითუმეტეს საჯარო დაწესებულებასთან
ანუ “ამ ქუჩაზე გავლა მინდა” – ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნაა და უფლების არ მოცემა, იმათგან სრული უკანონობა
(რა თქმა უნდა ამ კანონებს ნახევარი ფასი ეკარგება ეგეთ სიტუაციებში, მარა რო გახსოვდეთ როდის ხართ მართალი მეტწილად და ნაკლებ წილად)
თეგები: უჩა აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved