• რეკლამა
  • კონტაქტი
08:00, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი თაობის კოვიდვაქცინის შექმნაში ქართველი ლუკა კოტრიკაძე მონაწილეობს

ალია ავტორი - ალია
14:36 01-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

გერმანულ ბიოფარმაცევტულ კომპანია CureVac-ში, mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებით, ახალი თაობის კოვიდის ვაქცინას ქმნიან, პროცესში ქართველი მეცნიერი, ლუკა კოტრიკაძეც არის ჩართული. BMG დაინტერესდა თუ რას ნიშნავს ახალი თაობის ვაქცინა, რაზეც თავად ლუკა კოტრიკაძეს ვესაუბრეთ. მან აღნიშნა, რომ ეს ვაქცინა უკეთ მორგებული და უფრო მაღალი ეფექტიანობის იქნება ახალი შტამების, დელტა ან თუნდაც ომიკრონის წინააღმდეგ.

“mRNA ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია სამეცნიერო და კვლევით გარემოში არის, თუმცა არ არის დიდი ხანი, რაც ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტი ბაზარზე არსებობს. ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილია ტრადიციული ვაქცინის მეთოდები, რაც გულისხმობს რომ დეაქტივირებული ვირუსის ან მხოლოდ მემბრანაზე არსებული ცილით შეიძლება იმუნიტეტს წინასწარ ასწავლო მსგავს პათოგენთან ბრძოლა. MRNA ტექნოლოგია სხვანაირად მუშაობს: მას საშუალებას აქვს რომ ადამიანის ორგანიზმს აწარმოებინოს ის ცილა რომელიც მსგავსია ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილისა, რის შედეგადაც იმუნიტეტი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტექნოლოგიით შეგვიძლია არა მხოლოდ ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას დავუმიზნოთ, არამედ ასევე დავხვეწოთ ტექნოლოგია, რომ ვებრძოლოთ დაავადებებსაც, რომლებიც ერთი ან ორი ცილის ჭარბობით ან პირიქით ნაკლებობით გამოირჩევა. მაგალითად, შეგვეძლება ტექნოლოგია მივმართოთ ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა კიბო, ან დიაბეტი”, – აღნიშნა ქართველმა მეცნიერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიოტექნოლოგიაში უამრავი აღმოჩენაა გაკეთებული და ძლიერი ინდუსტრია დგას ამ სფეროს უკან, ჯერ ჩვენთვის მაინც ბევრი უცნობი შესაძლებლობებია.

“ბოლო წლებში გაკეთდა აღმოჩენები, რომლებიც ბევრი დაავადების მდგომარეობის გაუმჯობესების, ანდა სრულიად მორჩენის პირობას დებენ, ასე რომ ამ სფეროს ოქროს ხანა ჯერ კიდევ წინ არის. რაც შეეხება საქართველოს, ზოგადად ბიოტექნოლოგიის სფერო, დღეს, საქართველოში განვითარების საკმაოდ ადრინდელ ეტაპზეა. რა თქმა უნდა, არსებობს ბიოტექნოლოგიური და ბიოფარმაცევტული კომპანიები და კვლევითი ცენტრები, არსებობს ისეთი სფეროც კი რომლებშიც საქართველო მოწინავეა, თუმცა ზოგადად ინდუსტრიას თუ შევხედავთ, საკმაოდ ახალბედაა ეს სფერო. რაც შეეხება უშუალოდ mRNA ტექნოლოგიას, ეს იმდენად ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომ რეალურად, ამ მიმართულებით კვლევები, მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს”, – განაცხადა ლუკა კოტრიკაძემ.

წყარო: „bm.ge”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved