დღეიდან დიდი ბრიტანეთი დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოტოდან და ესვატინიდან. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ახალ, B.1.1.529 შტამთან დაკავშირებით შეშფოთებას გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებული ვაქცინები მის მიმართ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს.
“რაც ჩვენ ვიცით, არის მუტაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შესაძლოა, „დელტა“ ვარიანტის მუტაციების რაოდენობაზე ორჯერ მეტიც კი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს და არსებული ვაქცინები მის მიმართ, შეიძლება, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს“, – განაცხადა საჯიდ ჯავიდმა.
კომენტარები