• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალი შტამი ბევრად უფრო ვერაგია, ვიდრე გვეგონა, ევროპაში გახშირდა ახალგაზრდა მსხვერპლის შემთხვევები” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
02:28 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

– უკვე უამრავი ექიმი ამბობს, რომ სანამ ვაქცინაზე კვლევები არ დასრულდება, მის მიმართ ნდობა ვერ ექნება, გამოქვეყნდა კვლევა იმის შესახებაც, რომ ვაქცინა არ გიცავს ინფიცირებისგან, მაგრამ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, უსიმპტომოდ, ან სუსტი სიმტომებით გემართება. თქვენც იგივეს ამბობდით ყოველთვის, რომ სანამ მეტი ინფორმაცია არ გექნებათ ვაქცინაზე, მის გაკეთებას, ვერავის ურჩევთ – აზრი ხომ არ შეგიცვლიათ და აქვე ისიც რომ გვითხრათ, სჭირდებათ, თუ არა კოვიდგადატანილ პაციენტებს აცრა?

– კი, გამოქვეყნდა ასეთი დასკვნა მართლაც, ვნახე. ეს ვაქცინა არ გიცავს ინფიცირებისგან, გიცავს ვირუსისგან გამოწვეული დამძიმებისგან. არის ინფორმაცია ასევე იმაზეც, რომ ზოგ ადამიანში გამოიწვია ალერგია და ა.შ. საერთო ჯამში, იგივე აზრზე ვარ, მეტი ინფორმაციაა საჭირო სრული სურათის დასანახად. კარგი ამბავი ისაა, რომ ისრაელმა გადაწყვიტა სრულად აცრას მოსახლეობა, ყველა ასაკის ადამიანის აცრაზეა საუბარი და საბოლოოდ, ბავშვებსაც აცრის, სავარაუდოდ. საკმაოდ სწრაფად მიდის ვაქცინაციის პროცესი იქ და ისრაელი იქნება ის ქვეყანა, რომელსაც საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტი სწორი პასუხი ექნება, როგორ მოქმედებს ვაქცინა ამა თუ იმ ჯგუფებზე. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, მას უკვე აქვს იმუნიტეტი, მარტივად რომ ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ უკვე აცრილია! ოღონდ, ეს იმუნიტეტი გასტანს 5-6 თვე, ამჟამინდელი კვლევების მიხედვით და მერე უკვე ისიც უნდა აიცრას.

– საქართველოში ტესტს არ გიტარებენ, თუ არ გაქვს სიმპტომი, უამრავი ადამიანია ჩემ გვერდით, ვინც გადაიტანა ვირუსი უსიმპტომოდ და მხოლონ ანტისხეულების ტესტის შედეგად გაიგო, რომ გადატანილი აქვს ვირუსი – ამ ადამიანების ბაზა არ არის არსად. რამდენმა გადაიტანა, არ ვიცით!

– გეთანხმებით, არ ვიცით, იმიტომ რომ არ არის ელექტრონული ბარათი. რომ ყოფილიყო ქვეყანაში ერთიანი ელექტრონული ბარათი, აღრიცხული იქნებოდა, ვინ გადაიტანა კოვიდი, ვის რა სისხლის ჯგუფი აქვს, ვის რაზე აქვს ალერგია, ვის რა ქრონიკული დაავადება აქვს – ყველაფერი ეს უნდა იყოს ერთ ადგილას. გადახედეთ ისრაელს, რატომ აკეთებს ვაქცინაციას ასე კარგად? ადამიანი როცა მიდის, ბაზაში მასზე უკვე ყველა ინფორმაციაა. ექიმთან მისვლამდე უკვე პროგრამა ამბობს, შეიძლება თუ არა ამ პაციენტის აცრა. პროგრამა ნახავს, რომ ადამიანი ალერგიულია და ის ავტომატურად ამოვარდება ვაქცინაციის პროგრამიდან. მეტსაც გეტყვით, საქართველოში ორჯერ დაიხარჯა მილიონები ელექტრონული ბაზის შესაქმნელად და ეს ბაზა შექმნილია, თუ არ არის შექმნილი, თქვან, სად წავიდა მაშინ ეს მილიონები? რატომ აქვს ყველას ცალ-ცალკე ბაზა? სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვარაუდი რჩება – ფულის გასაკეთებლად. რამდენ თანხას, რამდენ დროს დავზოგავთ ელექტრონული ბაზის მეშვეობით, ხომ წარმოგიდგენიათ?

– ახალი შტამი დაფიქსირდა ქვეყანაში, ოღონდ ვერ გეტყვით, საიდან შემოვიდაო, ხომ არაფერი იცით ამის შესახებ? ან, ხომ ვერ აგვიხსნით, რანაირად ხდება ასეთი დამთხვევები –  კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ნაწილი, შერჩევითი პრინციპით იტესტება ახალ შტამზე და ასე ბრმად ვიპოვნეთ ერთი ინფიცირებული? თუ რამე გარეგნული, ან სიმპტმური განსხვავება აქვს ახალ შტამს?

– არა, ასე გარეგნულად და სიმპტომურად ვერ განასხვავებ. მართლაც იტესტება ამ შტამზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რისი ფუფუნებაც არა აქვს სხვა ქვეყნებს და ლუგარის დამსახურებით, გვაქვს ჩვენ და ასე იპოვნეს ის ერთი ინფიცირებული, რომელზედაც, მეც არ მაქვს მეტი ინფორმაცია…

– თუ მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპით ვტესტავთ ახალ შტამზე, სად არის იმის გარანტია, რომ არ გამოგვეპარება? და აქვე გკითხავთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ შტამზე, არსებული ვაქცინები არ იმოქმედებს, ეს მართალია?

– გარანტია არ არის. წინა ინტერვიუს დროს, დაგვპირდით, რომ იანვრის ბოლოს მეტ ინფორმაციას გვეტყოდით ახალ შტამზე, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ახალი შტამი ბევრად უფრო ვერაგია, ვიდრე გვეგონა. გარდა იმისა, რომ სწრაფად ვრცელდება, ის მძიმედ მიმდინარებს ახალგაზრდებში, რაც კორონავირუსის წინა ვარიანტს არ ახასიათებდა. ევროპის ქვეყნებში გახშირდა ახალგაზრდა მსხვერპლის შემთხვევები. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. რაც შეეხება ვაქცინებს, ბრიტანულ შტამზე ვაქცინა მოქმედებს, სავარაუდოდ ვაქცინა არ იმოქმედებს ვირუსის აფრიკულ ვარიანტზე.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved