• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ახალი ,,ლიბერთი” ქალების გაძლიერებისთვის

ალია ავტორი - ალია
12:14 06-09-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარდა კონფერენცია ,,ზრუნვის ეკონომიკა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა“.

კონფერენციის მონაწილე და სპიკერი იყო ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე. ლიბერთი 2019 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანიაა საქართველოში. ბანკის ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესება.

ლიბერთის ინიციატივით და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად უკვე 300-მდე მეწარმე ქალმა ისარგებლა სპეციალური გადამზადების პროგრამით. მომავალში კი კომპანია კიდევ 2000-მდე ქალის გადამზადებას და მხარდაჭერას გეგმავს.

ლიბერთის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულების 50%, ხოლო მენეჯმენტის 30%-ს ქალები წარმოადგენენ. გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ქალს მისცემს შესაძლებლობას იყოს განათლებული, ძლიერი და დამოუკიდებელი. განათლების ხელშეწყობა და ზოგადად, ცნობიერების ამაღლება ლიბერთის მთავარი პრიორიტეტია.

,,ლიბერთი უკვე რამდენიმე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობასთან ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით. დღევანდელი კონფერენციის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში ქალების მეტი ჩართულობა და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა გახლდათ. მივესალმები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივ მუშაობას როგორც ქალთა გაძლიერების, ასევე ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკისა და ზრუნვის ეკონომიკის ნაწილში. ლიბერთი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში, მზად არის მონაწილეობა მიიღოს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროგრესულ და მნიშვნელოვან პროცესებში.” – ნინო ჩიხლაძე, ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved