ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა, 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ევრო დირექტივის (ქსელებისა და ინფორმაციული სისტემების (Network and Information Systems (NIS) დირექტივა) ცალკეულ მოთხოვნებთან.
IDFI-ის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები, დარეგისტრირების დღიდან, ფართო მსჯელობისა და კრიტიკის საგანია სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების მხრიდან.
“IDFI აქტიურად მონაწილეობდა კანონპროექტის განხილვის, ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შესწავლისა და ანალიზის პროცესში. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები რადიკალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს.
ახალი კანონით, OTA-ს ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს პირდაპირი წვდომა საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორის ინფორმაციულ სისტემებზე და არაპირდაპირი წვდომა სისტემებში დაცულ პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე.
უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენი კვლევა: კიბერუსაფრთხოების რეფორმა საქართველოში” – ნათქვამია IDFI-ს ინფორმაციაში.
კომენტარები