• რეკლამა
  • კონტაქტი
06:38, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში | პირველად საქართველოში, Mastercard და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ

ალია ავტორი - ალია
16:39 05-06-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

Mastercard და ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, მომხმარებელს პრემიუმ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტს სთავაზობენ – Top|Card Black Edition საქართველოში Mastercard-ის პირველი საკრედიტო ბარათია, რომელიც შექმნილია პრემიუმ სერვისებზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს.

 

ლიბერთი თავის მომხმარებელს Top|Card-ს ერთი წელია რაც სთავაზობს და მოიცავს თანხის უპროცენტოდ გადანაწილების ფუნქციას 3000+ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში. ხოლო Top|Card Black Edition, ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დამატებით მიიღონ წვდომა შოპინგისა და მოგზაურობის პრემიუმ გამოცდილებაზე – გლობალური კონსიერჟ სერვისები, ლაუნჯები, სადაზღვევო მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები.

„Mastercard-ში ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არამხოლოდ გადახდის ინსტრუმენტებს სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ ემსახურება ცხოვრების სტილის ამაღლებას. Top|Card Black Edition სწორედ ამ იდეას გამოხატავს — ესაა ბარათი, რომელიც გაძლევთ წვდომას პრემიუმ გამოცდილებებზე, დაუვიწყარ თავგადასავლებსა და შეუფასებელ მომენტებზე“ – დავით ზღუდაძე,  Mastercard-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.

 

 

“ლიბერთის უნივერსალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, პრემიუმ სეგმენტისთვის სერვისებისა და პროდუქტების განვითარება, ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ Mastercard-თან პარტნიორობით, სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ World Black Edition ბარათით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამ პროდუქტის დანერგვაში ჩართულ ყველა გუნდს“ – ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი

 

„მოხარულები ვართ, რომ სწორედ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები შეძლებენ World Black Edition-ის პირველად გამოყენებას. Top|Card Black Edition-ის მფლობელებისთვის, მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი შეთავაზებები, სამოგზაურო ბენეფიტები,  სპეციალური კამპანიები და რა თქმა უნდა, საბანკო მომსახურების ახლებური გამოცდილება, რომლითაც სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ. – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

ბარათით სარგებლობისას ხელმისაწვდომი იქნება Mastercard World Black Edition-ის მუდმივი სამოგზაურო უპირატესობები:

  • 10 უფასო Lounge Key ვიზიტი (ბარათით დახარჯული თანხის მიუხედავად, 1200+ ლაუნჯში)
  • 10 Fast Track სერვისი საერთაშორისო აეროპორტებში
  • 1GB FlexiRoam მობილური ინტერნეტი საჩუქრად + 15% ფასდაკლება დამატებით მეგაბაიტებზე
  • სამოგზაურო დაზღვევა, მათ შორის რეისის გადადების ან ბარგის დაკარგვის შემთხვევაში

 

დეტალური ინფორმაცია Top|Card Black Edition-ის უპირატესობების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: studioliberty.ge

Top|Card Black Edition-ის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორი საქართველოში პლატფორმა tkt.ge იქნება. ერთობლივი კამპანია ზაფხულის სეზონს მიეძღვნება და ბარათის მფლობელებს, 13-31 მაისს ავიაბილეთის შეძენისას, საფასურის ხარჯის 3 თვეზე გადანაწილებას და დამატებით 200 ლარიან ქეშბექს შესთავაზებს.

ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მას, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლია მარტივად გახდეს სტუდიოს წევრი და დაიმტკიცოს სასურველი ლიმიტი ბარათზე.

გახდი სტუდიო

 

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.

ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge
აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved