გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც მეგი ბაქრაძის მდგომარეობა გართულდა, რეანიმატოლოგი კლინიკაში არ იმყოფებოდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად ექიმმა დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ კლინიკაში მალევე დაბრუნდა.
„გასული ვიყავი კლინიკიდან. ორ წუთში დავბრუნდი. 8-9 წუთი ნამდვილად არ დამჭირვებია. შეგიძლიათ, კამერები ამოიღოთ, რამდენ ხანში მოვედი მე აქ“ – ამბობს რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური.














კომენტარები