• რეკლამა
  • კონტაქტი
15:45, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი დერეფანი რუსეთთან და განადგურებული შატილის კულტურული მემკვიდრეობა

ალია ავტორი - ალია
13:59 08-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა – დეა მეტრეველმა და საბა ბუაძემ ჟინვალი-დათვისჯვრის უღელტეხილი-შატილი-მუცოს მონაკვეთზე მიმდინარე გზის ფართომასშტაბიან სამუშაოებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარია გამოყოფილი.  ჩრდილოეთის მიმართულებით გზების სწრაფი ტემპით მშენებლობა ასევე დაგეგმილია ქვეშეთი-კობის, არხოტის, ავარეთ-კახეთის გზების მონაკვეთებზე, რასაც „ლელოს“ ლიდერები აპროტესტებენ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეა მეტრეველის თქმით, საქართველო შატილის გზის მიმართულებით გზის მშენებლობით ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესს ატარებს.

„საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთთან დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ აშენებს გზებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მიზანმიმართულად აჩერებს დასავლეთის დერეფანს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ხელისუფლებამ ამ პროექტის ფარგლებში ინვესტორებთან დადებული პირობა დაარღვია და ჩრდილოეთის მიმართულებით  უდიდესი მასშტაბის მშენებლობა დაიწყო, მაშინ, როდესაც ხელისუფლება აჩერებს ანაკლიის პროექტს და არ აშენებს 18 კილომეტრიან გზას ზუგდიდიდან ანაკლიამდე, რაც პროექტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, “-აცხადებს დეა მეტრეველი.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, გაურკვეველია, რატომ  იყო აუცილებელი აღნიშნული გზის დაჩქარებული მშენებლობა და ბიუჯეტიდან 30 მილიონის  გამოყოფა.  მშენებლობას, რომელსაც „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანია ახოციელებს, ბუაძის განცხადებით, არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ აქვს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადაიქცა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სახედ, ეს დაიწყო საყდრისის აფეთქებით და გაგრძელდა ხადას ხეობაში, სრულიად არასაჭირო მრავალმილიონიანი ავტომაგისტრალის მშენებლობით. პროცესი დღესაც გრძელდება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც  უნიკალური ლანდშაფტია. მდინარის კალაპოტს ავსებენ და გაჰყავთ გზა, რომელსაც არანაირი ეკონომიკური დასაბუთება  არ აქვს. ეს არის  გზა, რომლის მიმართაც ინტერესს გამოხატავდა კადიროვი. ჩვენ მივმართეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, რომ მოეწოდებინათ მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია, სადაც გვითხრეს ტყუილი, რომ ამ ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, დამალოს ფაქტი, რომ  ჩრდილოეთისკენ იგება მაგისტრალები, რაც კიდევ ერთხელ ამხელს ხელისუფლების გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაეცეს პასუხი ყველა კითხვას, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს მოჰფენს ნათელს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აღნიშნული მშენებლობით, რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით ხორციელდება, ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიის, შპს „მამისონის“ ხელით ნადგურდება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია, მდინარე არღუნის და მუცოს ხეობები და საფრთხე ექმნება იქ არსებულ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას,“-აცხადებს საბა ბუაძე.

 „ლელო საქართველოსთვის“ ცალსახად მიესალმება მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სოფლამდე გზების მიყვანას და მათ რეაბილიტაციას, თუმცა ეჭვს სწორედ გზების ფართომასშტაბიანი გაფართოებითი სამუშაოები იწვევს, რაც არანაირად არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აუცილებლობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გზის მშენებლობის მიმართ ინტერესს ღიად გამოხატავს რუსეთის ფედერაცია.

„ლელო“ მოუწოდებს საზოგადოებას და ადგილობრივ მოსახლეობას სიფხიზლისკენ და, ამავდროულად, მოვითხოვთ ხელისუფლებისა და შესაბამისი ორგანოებისგან, გასცენ პასუხი საზოგადოების კითხვებს:

· ახლავს თუ არა პროექტს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დასკვნა?

· განიხილა თუ არა პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა სამოქალაქო და არასამთავრობი სექტორის ჩართულობით აღნიშნული პროექტი?

· რა აუცილებელი გარემოებები არსებობს ამ მაღალბიუჯეტიანი პროექტის დაჩქარებული განხორციელებისთვის და რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ჩრდილოეთით, ოკუპანტ რუსეთთან და ჩეჩნეთთან, დამაკავშირებელი გზების მშენებლობამ?

· ახლავს თუ არა პროექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების დაზიანება/განადგურების თავიდან აცილების მიზნით მომზადებული დასკვნა და ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის აცილების მიზნით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნები?

· უქმნის თუ არა საფრთხეს პროექტი და მიმდინარე სამუშაოები რეგიონის ავთენტურობას და ტურიზმის განვითარებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია?

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved