ახალგაზრდებმა გმირთა მოედანზე შეკრება 20:00 საათიდან დაიწყეს. მათ ტერიტორია ყვავილებით შეამკეს.
აქტივისტების თქმით, ხვალიდან კვლავ გაგრძელდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები იქამდე, სანამ ოცნება კანონს არ გაიწვევს.
“ველოდებით ხალხს, რათა პატივი მიაგონ გმირთა მემორიალზე და ხვალიდან დაიწყება უწყვეტი აქციები. იქნება იქამდე, სანამ არ გაიწვევენ რუსულ კანონს” – ამბობს აქტივისტი დათუნა დანელია.
წყარო – ფორმულა
კომენტარები